ახალი ამბები
აფხაზურმა დელეგაციამ ჟენევაში გალის შეხედრების განახლების აუცილებლობა დაადასტურა
ჟენევის დოსკუსიების 57- ე რაუნდის თითქმის ყველა მონაწილემ დაადასტურა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობის განახლების აუცილებლობა, როგორც ჟენევის დისკუსიების მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო უწყების" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ამავე ცნობით, აფხაზურმა დელეგაციამ, რომელსაც "საგარეო საქმეთა მინისტრის" მოადგილე ირაკლი ტუჟბა ხელმძღვანელობდა, კიდევ ერთხელ დაადასტურა "თავისი ვალდებულება ამ მექანიზმის მუშაობის განახლების მიმართ", თუმცა, მათი წინადადებებს, რომლებიც მიზნად ისახავს IPRM ფორმატის განბლოკვას, ქართველი მონაწილეების მხარდაჭერა არ მოჰყოლია".

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მოლაპარაკებების 57-ე რაუნდთან დაკავშირებით თანათავმჯდომარეების მიერ 5 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება პროცესისადმი და დაინტერესება, უზრუნველყონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელება, როგორც ერთადერთი პლატფორმის, სადაც განიხილება კონფლიქტის შედეგები, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ "მონაწილეებმა ვერ მიაღწიეს ურთიერთგაგებას დღის წესრიგის მთავარ საკითხზე. სამწუხაროდ, დევნილებისა და ლტოლვილების საკითხის მოცვა ვერ მოხდა სრულად ზოგიერთი მონაწილის პროტესტის გამო".

ინფორმაციისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ 18 მარტს განაცხადა, რომ სოხუმი მზადაა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდში მონაწილეობისთვის.

თუმცა, მანამდე, 21 - 22 თებერვალს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდის გადადების შემდეგ, აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა უარი ეთქვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების დელეგაციისთვის, რომელიც 8-9 თებერვალს აპირებდა ვიზიტს სოხუმში შეხვედრების ჩასატარებლად. მიმდინარე წლის მარტში ინალ არძინბა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მინსკში გადატანის წინადადებითაც გამოვიდა.

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი 16 მარტს სოხუმში ჩავიდა, სადაც კონსულტაციები გამართა, თუმცა ინალ არძინბა მას არ შეხვდა. აფხაზური გამოცემა "ნუჟნაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში კლაარმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის კონტაქტები ყველა დონეზე მნიშვნელოვანია. 

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 57 - ე რაუნდი 2023 წლის 4 და 5 აპრილს აპრილს გაიმართა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.