ახალი ამბები
ბადრი ესებუას ადვოკატი სასამართლოს ტენდენციურობასა და მტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს
ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას უფლებადამცველი სოსო ჯანაშია ამტკიცებს, რომ მტკიცებულებები, რომელთაც პროკურატურა სასამართლოზე წარადგენს, გაყალბებულია. ჯანაშია ამის შესახებ მას შემდეგ საუბრობს, რაც დღეს მისი შუამდლობა ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩასატარებლად ხმის ნიმუშების გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. უფლებადამცველის შეფასებით, ეს ზღუდავს შეჯიბრებითობის და შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას. ჯანაშია განმარტავს, რომ მათთვის უცნობია, რამდენად სწორად ჩატარდა, ან ჩატარდა თუ არა ზოგადად ხმისა და სუნის ექსპერტიზები. აღნიშნულზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ სასამართლომ ერთხელ უკვე იმსჯელა აღნიშნულ შუამდგლობაზე, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დაუშვებელია.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, სხდომაზე ნივითიერი მტკიცებულებები, მათ შორის ესებუას სუნის ნიმუშები წარადგინეს. ასევე, პროკურატურამ წარმოადგინა ესებუას კუთვნილი სანადირო თოფის მასრები. ამასთან, პროკურორმა წარადგინა ლუქები და კონვერტები, სადაც დალუქული იყო შემთხვევის ადგილიდან, ასევე, სოფელ სქურიდან და ავტომობილიდან, ასევე, ესებუას სახლიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მასრები, თუმცა, უშუალოდ მასრები ადგილზე არ იყო, რასაც ადვოკატები დარღვევად მიიჩნევენ. პროკურატურა კი განმარტავს, რომ ისინი ბილოლოგიური ექსპერტიზის ჩასატარებლადაა გადაგზავნილი და მათ შემდეგ პროცესზე გამოიკვლევენ.

ბადრი ესებუას საქმეზე მსჯელობას სასამართლო 12 აპრილს განაახლებს.

ამავე თემაზე:

იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობისთვის ბადრი ესებუას 4 წელი მიესაჯა


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
04 / მაისი 2024
27 აპრილს, დადიანების სასახლეთა-ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის დიდ დარბაზში გაიხსნა გამოფენა - „გადარჩენილი ტრადიციები“, რომელიც 27 ინვისამდე გაგრძელდება.
04 / მაისი 2024
აღდგომას, 5 მაისს ზუგდიდში დღის განმავლობაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 15 გრადუსია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.