ახალი ამბები
ჭაქვინჯის ციხე ევროპის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ 7 ძეგლს შორისაა - მისი კონცეფციის განსავითარებლად "ევროპა ნოსტრა" 10 ათას ევროს დახარჯავს
"ევროპა ნოსტრამ" 2023 წლის ევროპის 7 განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის ნუსხა გამოაქვეყნა, რომელთა შორის ზუგდიდში მდებარე ჭაქვინჯის ციხეცაა. მასთან ერთად ჩამონათვალში არიან ბელგიაში, ბოსნია-ჰერცოგოვინაში, გერმანიაში, უნგრეთში, მონტენეგროსა და სერბეთში არსებული კულტურულ-ისტორიული ნაგებობები. 

"ამ ძეგლების განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფთა სიაში შეტანით, ჩვენ გვსურს გადავცეთ იმედის, სოლიდარობისა და მხარდაჭერის გზავნილი ადგილობრივ თემებსა და აქტივისტებს, რომელებიც ძალისხმევას არ იშურებენ მათ გადასაჩენად. ჩვენს პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოფთ ტექნიკურ ექსპერტიზას, მოვახდენთ დაფინანსების შესაძლო წყაროების იდენტიფიცირებას და ჩვენი ფართო ქსელის მობილიზებას მათი საქმისა და ძალისხმევის მხარდასაჭერად, რაც ახლა უკვე ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. მოდით, გამოვიყენოთ ევროპის კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ვექტორი მშვიდობის, სოციალური ერთიანობისა და მდგრადი განვითარებისთვის", - აღნიშნა "ევროპა ნოსტრას" აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა გაი კლაუსმა.

"ევროპა ნოსტრას" საბჭომ ფინალისტები რვა ქვეყნის იმ 11  ძეგლიდან შეარჩია, რომლებიც მრჩეველთა პანელის მიერ განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი პროგრამის ნუსხაში იყო შეტანილი. თითოეული ძეგლი მემკვიდრეობის გამორჩეულობისა და კულტურული ფასეულობის, ასევე, მათ მიმართ დღეს არსებული მნიშვნელოვანი საფრთხის მიხედვით შეირჩა.

"ამ ობიექტების გადასარჩენად ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის დონე და საჯარო თუ კერძო სექტორების პასუხისმგებლობა გადამწყვეტ დამატებით ღირებულებად განიხილებოდა. შერჩევის კიდევ ერთი კრიტერიუმი დასახელებული ობიექტების პოტენციალია, რაც მათ ქალაქებსა და ფართოდ რეგიონში მდგრადი განვითარებისა და მშვიდობისა და დიალოგის  ხელშეწყობას გულისხმობს", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

7 შერჩეულ ძეგლს უფლება აქვს მიიღოს ევროპის საინვესტიციო ბანკის მემკვიდრეობის გრანტი 10 000 ევროს ოდენობით იმ შეთანხმებული აქტივობის განხორციელებისათვის, რომელიც ხელს შეუწყობს საფრთხის ქვეშ მყოფი ადგილების გადარჩენას.

ჭაქვინჯის ციხე ზუგდიდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ის II-III საუკუნეებშია აგებული და XVIII საუკუნემდე გამოიყენებოდა. თუმცა, ჯერ კიდევ ელინისტურ პერიოდში (323-33წწ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე) ეს ადგილი აბრეშუმის გზას უკავშირდებოდა. ძეგლი ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მიტოვებული და რთული კლიმატური პირობების ზემოქმედებით ის მძიმედ დაზიანდა. დამატებით, საბჭოთა პერიოდში აქ კირის კარიერი გახსნეს, მიწის მასების გამოტანამ გამოიწვია კლდის რღვევის პროცესი, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა ძეგლის საძირკველს.

7 განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების პროგრამას ახორციელებს "ევროპა ნოსტრა" ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან პარტნიორობით. ის მხარდაჭერილია ევროკავშირის პროგრამის "შემოქმედებითი ევროპის" მიერ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
04 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდში, მერიის წინ კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.