ახალი ამბები
უკრაინაში დაღუპული რუსეთის მხარეს მებრძოლი მოხალისეების ოჯახები ფულად დახმარებას მიიღებენ - სოხუმი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "მინისტრთა კაბინეტმა" უკრაინის ომში დაღუპული მოხალისეების ოჯახებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარება დააწესა.

"აფსნიპრესის" თანახმად, 1 მილიონ რუბლს გადასცემენ დიმიტრი ტორგაშოვის მამას, ხოლო 500 ათას რუბლს ბესიკ ლიპარტიას ოჯახი მიიღებს. ამავე ცნობით, ერთჯერად სოციალურ დახმარებას, 10 000 რუბლის ოდენობით თითოეულ ბავშვზე, რუსეთის მხარეს მებრძოლ ადამ ლაგვილავას ოჯახს გაუწევენ. 

ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, უკრაინის ომში დაიღუპნენ რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეები: ახრა კირკინაძე, არტურ კირკინაძე, ლორან სმირი, რამინ ბახტაძე, ბესლან ტაბაღუა, ნიკიტა ზუხბა, ვიაჩესლავ ნოვიცკი, ადამ ლაგვილავა, ნოდარ აბიჯბა და დმიტრო წვიჟბა.

უკრაინის ომში დეკემბერში დაღუპული ორი მოხალისის ცხედარი სოხუმში 2023 წლის მარტში გადაასვენეს. ადამ ლაგვილავა და ნოდარ აბიჟბა რუსეთის მხარეს "პიატნაშკას" ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდნენ. 

"ეხო კავკაზას" თანახმად, ცხედრების სამშობლოში გადასასვენებლად "საგანგებო სიტუაციების სამინისტროს" თანამშრომლები დონეცკში გაემგზავრნენ.

32 წლის დიმიტრი წვიჟბას ცხედარი სოხუმში მიმდინარე წლის 3 იანვარს გადაასვენეს. 

ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, უკრაინის ომში დაიღუპნენ რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი მოხალისეები:  ახრა კირკინაძე, არტურ კირკინაძე, ლორან სმირი, რამინ ბახტაძე, ბესლან ტაბაღუა, ნიკიტა ზუხბა, ვიაჩესლავ ნოვიცკი, ადამ ლაგვილავა, ნოდარ აბიჯბა და დმიტრი წვიჟბა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სლოგანით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.