ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილს სოხუმში უპასუხეს
სოხუმში გამოეხმურნენ საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში გამოსვლას, რა დროსაც მან მხარი დაუჭირა 30 მაისს "სახალხო მიტინგის" ლოზუნგებს.
"... თუ სალომე ზურაბიშვილს ასე აწუხებს აფხაზეთის მოქალაქეების ბედი, ვურჩევთ გავლენა მოახდინოს საქართველოს მთავრობაზე, რათა ხელი მოეწეროს აფხაზეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას
რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე უსაფრთხოება, არა?" - ამის შესახებ "საგარეო უწყების" წარმომადგენლემა ვიქტორია მალანიამ დაწერა ტელეგრამ არხზე.

მანამდე, საქართველოს პრეზიდენტს აფხაზური "ოპოზიციური პარტიები" და საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ "აფხაზეთის რესპუბლიკაში არ არის და არ იქნება ანტირუსული განწყობები არც საზოგადოებრივ და არც პოლიტიკურ სფეროებში. თუკი ქალბატონი ზურაბიშვილი ასე დარდობს აფხაზეთის მოქალაქეებზე და მათ უფლებებზე, სტატუსი საშუალებას აძლევს, ცნოს აფხაზეთის სახელმწიფო, აფხაზური პასპორტები და პირველ რიგში, გააუქმოს კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". ამ საკითხების გადაწყვეტა საშუალებას მოგვცემს, დავიწყოთ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების პროცესი", - - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები "აფხაზეთის სახალხო მოძრაობა", "არუაა", "ვეტერანთა და ახალგაზრდობის კავშირი", "აამტა", "ერთობა"; ე.წ. პოლიტიკური პარტიები "აფსნი" და "აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმი".

"როცა გამოვდივარ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ეს ასევე ეხება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობებს, იმიტომ რომ ეს მომავალი მათთვისაც არის - ერთადერთი, რომელიც დაიცავს მათ თავისუფლებას, უსაფრთხოებას და იდენტობას... მე მათ გვერდით ვდგავარ, ვინც გუშინ სოხუმში, აფხაზეთში, დემონსტრაცია მოაწყო და ეკავა ბანერი - აფხაზეთი არ იყიდება, არ დავუთმობთ რუსებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

31 მაისს, 13 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს მიმართა.

"სახალხო აქცია" სოხუმში 30 მაისს დრამატული თეატრის მიმდებარედ გაიმრთა. მისმა ორგანიზატორებმა 9 - პუნქტიანი რეზოლუციით მიმართა აფხაზ ლიდერს. მომიტინგეებმა ასლან ბჟანიასგან "პრემიერ-მინისტრის", ალექსანდრ ანქვაბის გადაყენება, ენერგეტიკის ობიექტების პრივატიზების შეჩერება, სასტუმროებისა და ე.წ. აპარტ-ოტელებისთვის მიწების გაყიდვაზე უარის თქმა და ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირების არდაშვება მოითხოვეს. ასლან ბჟანიამ ასლან ბჟანიამ აქციის მონაწილეების მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა.

"ოპოზიციური" ძალები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.