ახალი ამბები
აღდგება სოხუმის აეროპორტი და ბიჭვინთაში აშენდება სამი დიდი სასტუმრო კომპლექსი, - რეშეტნიკოვი
უახლოეს მომავალში, რუსი ინვესტორების მონაწილეობით, აღდგება სოხუმის აეროპორტი და ბიჭვინთაში აშენდება სამი დიდი სასტუმრო კომპლექსი, - ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ - მინისტრთან ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრაზე განაცხადა.

"აფსნიპრესის" თანახმად, შეხვედრაზე, "მხარეებმა განიხილეს 2023 წელს რუსეთის ფინანსური დახმარების ეფექტიანი გამოყენების და საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხები", მათ შორის, ენერგომომარაგების და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაფართოება.

"ელექტროენერგიის სისტემის აღდგენის ღონისძიებების გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანია აეროპორტის ამოქმედება. რუსეთთან საჰაერო კომუნიკაციის აღდგენა... ინფრასტრუქტურის განვითარება, თავის მხრივ, საშუალებას მისცემს რუსულ კომპანიებს უფრო აქტიურად შევიდნენ აფხაზურ ბაზარზე და იპოვონ განვითარების ახალი შესაძლებლობები. ყველა განხორციელებული პროექტი აქ დარჩება და იმუშავებს რესპუბლიკის კეთილდღეობისთვის", - განაცხადა რეშეტნიკოვმა.

მისი თქმით, "აფხაზეთს შეუძლია კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს რუსი ტურისტებისთვის ...მხოლოდ გასულ წელს 1 მილიონზე მეტი რუსი დამსვენებლი ეწვია რესპუბლიკას".

გამოცემის ინფორმაციით, რუსულმა დელეგაციამ, სხვა ობიექტებთან ერთად, ბიჭვინთაში დაათვალიერა ობიექტი, სადაც 2026 წლისთვის, 46 ჰა ფართობზე , ბუნებრივ ტბასთან და რელიქტურ ხევნართან, დიდი სასტუმრო კომპლექსი აშენდება.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი ერთდღიანი "სამუშაო ვიზიტით" ოკუპირებულ აფხაზეთში 4 ივნისს იმყოფებოდა. მან "რუსული საინვესტიციო პროგრამის" ფარგლებში აღდგენილი ობიექტები დაათვალიერა .

ინფორმაციისთვის, მაქსიმ რეშეტნიკოვმა, მიმდინარე წლის 16 ივნისს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელთან ხელი მოაწერა შეთანხმებას სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენის შესახებ.

უფრო ადრე, 2022 წლის აგვისტოში ოკუპირებულ აფხაზეთში "ვიზიტისას" რეშეტნიკოვმა განაცადა, რომ "რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნობის შემდეგ უზარმაზარი სამუშაო გაკეთდა ინფრასტრუქტურული ობიექტების რეკონსტრუქციისა და აღდგენისთვის". მისივე თქმით, "აფხაზეთის განვითარებას კომპლექსურად უნდა მიუდგნენ" .

საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, იმავე წლის სექტემბერში ნიკარაგუამ ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, 2009 კი ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს - სირიამ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სლოგანით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.