ახალი ამბები
სასამართლომ პრორუსული ორგანიზაციის ზუგდიდელი წევრის მიმართ დამცავი ორდერი გამოსცა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პრორუსული ორგანიზაცია "საქართველო უპირველეს ყოვლისას" წევრის, ზუგდიდელი ხატია ჯანაშიას მიმართ დამცავი ორდერი გამოსცა, რაც ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელს აეკრძალა არასრულწლოვანის ფოტო-ვიდეო მასალის გამოყენება და ბავშვთან მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროება. მოსამართლე ნათია ბუსკაძემ ძალადობად მიიჩნია ბავშვის ვიდეოფრაგმენტის გამოყენება პროპაგანდისტული მიზნებისთვის.

"ეს არის პირველი საქმე, სადაც როგორც იქნა ,სახელმწიფომ აღიარა რომ "ბავშვების დამცველების" ნიღაბს ამოფარებული ძალადობრივი ჯგუფები არიან ბავშვებზე მოძალადეები", - დაწერა სასამართლოს დასრულების შემდეგ ბავშვის ინტერესების ერთ-ერთმა დამცველმა, ორგანიზაცია "პატრნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წევრმა, ანა თავხელიძემ.

არასრულწლოვანის მშობლები "ფორმულას" ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი და ეკონომისტი გიორგი კეპულაძე აცხადებენ, რომ შსს-ს უმოქმედობის შემდეგ, სასამართლომ შექმნა პრეცენდენტი.

ვიდეოს ფეისბუკზე გავრცელების შემდეგ, არასრუწლოვანის მშობლები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვნენ სამართლებრივ რეაგირებას და ვიდეოს წაშლას, თუმცა ვიდეო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი ინტერნეტში.

ელისო ჯარიაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ დღეს სასამართლომ შექმნა პირველი პრეცედენტი და ჰომოფობიური ჯგუფები გამოცხადდნენ მოძალდეებად.

“ეს იყო ძალიან ნათელი მაგალითი, როგორ დაარღვიეს მოძალადე ჯგუფებმა ბავშვის უსაფრთხოებაც კი ... ეს არის ჩემი სამართლებრივი დავის მხოლოდ ერთი ეპიზოდი. დღესვე, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა ისიც, რომ შსს-მ სწორედ იმიტომ რომ მე წარმოვადგენ "ფორმულას", ვარ კრიტიკული ჟურნალისტი, დემონსტრაციულად მითხრა უარი ბავშვის უფლებების დაცვაზე", - თქვა მან და დასძინა, რომ ისინი გააგრძელებენ სამართლებრივ დავას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე ბავშვების უფლებების დასაცავად.

"ევგენია კეპულაძის საქმე გახდება სხვა ბავშვების დამცველიც, რომ ვერავინ, ვერასდროს გაბედოს ჩვენი შვილების უფლებების შელახვა. დიდი მადლობა პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR -ის მთელ გუნდს. მათ შანსი არ დაუტოვეს სასამართლოს, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო", - წერს გიორგი კეპულაძე.

ადვოკატების განმარტებით, დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ სამართალდამცველებმა ბავშვის უფლების დარღვევის ფაქტი რეაგირების გარეშე დატოვეს.

მოძრაობა "საქართველო უპირველეს ყოვლისას" წევრმა და ხატია ჯანაშიამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ჰომოფობიური შინაარსის ვიდეო, სადაც არასრულწლოვანის კადრები სულ სხვა კონტექსტში იყო გამოყენებული.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.