ახალი ამბები
წალენჯიხაში სტუდენტებისთვის საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე რეგისტარცია დაიწყო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქმედ სტუდენტებს მერიის საპილოტე პროგრამის ფარგლებში დაასაქმებენ. შეაბამისი განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. როგორც რადიო "ათინათს" მერის პირველმა მოადგილემ ვანო ბურდულმა უთხრა, მერიას სტუდენტების დასასაქმებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. დასაქმების პროგრამა კი აგვისტოსა და სექტემბერის პირველ ნახევარში უნდა განხორციელდეს.

"პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 40 სტუდენტს დავასაქმებთ საჯარო სამსახურში, მერიასა და ააიპ-ში მათი კომპეტენციის, სპეციალობისა და სურვილის შესაბამისად. მომავალში კი, შესაძლოა, კერძო სექტორიც ჩავრთოთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აღმოვაჩინოთ და წალენჯიხაში დავაბრუნოთ ახალგაზრდები", - თქვა ბურდულმა.

პროგრამაში მონაწილეთა შრომითი ანაზღაურება 45 დღის განმავლობაში  750 ლარი იქნება, განცხადებების მიღება კი მერიაშია შესაძლებელი. მერის მოადგილის ინფორმაციით, დასაქმდება ის პირველი 40 სტუდენტი, რომელიც განაცხადს გააკეთებს. 



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.