ახალი ამბები
ხობში ადგილობრივებმა 60-100 მილიონი წლის წინ განმარხებული სხეული იპოვეს
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ხორგაში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ძმებმა ირაკლი და ალექსანდრე შონიებმა თევზაობისას მდინარე ხობისწყალში განმარხებული ზღვის სხეული აღმოაჩინეს.

„გუშინ ვთევზაობდით და დავაკვირდი, რომ რაღაც ფორმა ჰქონდა საინტერესო, თან მსგავსი რამ ნანახი მქონდა, რადენიმე წლის წინ ხობელმა ბიჭმა იპოვა მსგავსი წარმონაქმნი. შემდეგ ინტერნეტშიც მოვიძიე და აღმოჩნდა, რომ ეს არის ზღვის ზღარბი ან ვარსკვლავი“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ირაკლი შონიამ.

მან კონსულტაციისთვის ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსს მიმართა და ამ უკანასკნელმაც დაუდასტურა, რომ ეს ნამდვილად განმარხებული სხეულია.

„ცოცხალი ორგანიზმების განმარხება ჰქვია ამ გეოლოგიურ პერიოდს. ისინი გაქვავებულ მდგომარეოობაში არიან შემორჩენილები და მსგავსი ძალიან ბევრი გვხვდება ჩვენს რეგიონში, მაგალითად, ურთის მთაზე. აქ საუბარია 60 მილიონი, 100 მილიონის წლის განმარხებულ სხეულზე, რაც იშვიათი მოვლენაა“, - ამბობს რადიო „ათინათთან“ გოგიტა ჩიტაია.

ძმები შონიები აღმოჩენილ არტეფაქტს ხობის (ხეთის) მხარეთმცოდნეობისა და საბრძოლო დიდების მუზეუმს გადასცემენ.



ამავე თემაზე: ხობში 70-80 მილიონი წლის წინანდელი გაქვავებული ზღვის ზღარბი იპოვეს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.