ახალი ამბები
სამეგრელო აივ-ინფექციის რეგისტრირებული მაჩვენებლით მეორე ადგილზეა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის 22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 393 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, შარშან შესაბამის პერიოდში კი გამოვლინდა 394 ახალი შემთხვევა.



ცენტრში განმარტავენ, რომ სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 10170 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 7604 მამაკაცია და 2566 ქალი. მათივე ცნობით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4985 პაციენტს განუვითარდა, 2156 პაციენტი გარდაიცვალა.

ამავე ცნობით, 31 ივლისის მონაცემებით არვ (ანტი რეტრო ვირუსულ) მკურნალობას იტარებს 6284 პაციენტი, მათ შორის, 676 აფხაზეთიდან. აქედან, 41 ბავშვია, მათ შორის 9 აფხაზეთის რეგიონიდან.

„აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3830 შემთხვევა, მათგან 100 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი; სამეგრელოში (1301); იმერეთში (1227); აჭარაში (1211); აფხაზეთში (556); კახეთში (498); ქვემო ქართლში.

2023 წელს დარეგისტრირდა - 96 აივ ინფიცირებულის გარდაცვალების შემთხვევა. 2022 წელს - 139, 2021 წელს -144, 2020 წ ელს - 157, 2019 წელს - 116, 2018 წელს - 135, 2017 წელს - 127, 2016 წელს - 168, 2015 წელს - 94, 2014 წელს - 84 პირი.

2023 წელს 96 გარდაცვლილთაგან: 75 მამაკაცია და 22 ქალი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 129 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 76 - ვაჟი, 53 - გოგონა. 32 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.