ახალი ამბები
რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი ინდოეთმა და ჩინეთმა აღიაროს - კარასინი
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა ოკუპირებულ ცხინვალში განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა სხვა სახელმწიფოებმა "სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ, მათ შორის არიან ინდოეთი და ჩინეთი".

"რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გასული წლების განმავლობაში ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობები ჩამოყალიბდა, რომლებიც აქტიურად ვითარდება ყველა სფეროში მოკავშირეობისა და ინტეგრაციის პრინციპების საფუძველზე. რუსეთი უწევდა და გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის ყოველმხრივ მხარდაჭერას სახელმწიფოს მშენებლობაში, უსაფრთხოებაში, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში", - განაცხადა კარასინმა "სამხრეთ ოსეთის" ე.წ აღიარების 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ჩინეთი და ინდოეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერენ. 2023 წლის ივლისში საქართველომ და ჩინეთმა განცხადა ურთიერთობების გაღრმავებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, სადაც მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა რუსეთმა, იმავე წლის სექტემბერში კი ნიკარაგუამ. 2009 წელს დე ფაქტო რესპუბლიკები აღიარა ვენესუელამ და ნაურუმ, ხოლო 2018 წელს სირიამ. ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ დამოუკიდებლობა ჯერ აღიარა და შემდეგ გააუქმა - ტუვალუმ და ვანუატუმ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
07 / მაისი 2024
„უცხო აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე პროტესტს სოხუმში ისევ ეხმიანებიან.
07 / მაისი 2024
სვანეთში მესამე დაკარგული მოზარდის საბა გვარმიანის ცხედარი იპოვეს.
07 / მაისი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა. გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე, ირაკლი ტუჟბა შესარულებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.