ახალი ამბები
წელს ანაკლიის პორტის პროექტზე 20 მილიონი დაიხარჯება - მინისტრი
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. მინისტრი დასძენს, რომ აღნიშნული თანხა წლის ბოლომდე დაიხარჯება.

„ანაკლიასთან დაკავშირებით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც უშუალოდ წელს იქნება დახარჯული შესრულებულ სამუშაოებზე. ჩემი ვარაუდით, ეს იქნება მომდევნო თვეში სამუშაოების დაწყების პროცესი. ახლა წარმოვადგინეთ ბიუჯეტი, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისად პარლამენტში გაგზავნას, მის დამტკიცებას, მიღებას და ა.შ. რომელსაც დასჭირდება რამდენიმე კვირა და შემდგომ ეს დაფინანსება იქნება ხელმისაწვდომი. ძირითადი სამუშაოები იქნება მეტად მოსამზადებელი სამუშაოები იმისთვის, რომ უფრო ინტენსიურად გაგრძელდეს მომდევნო წელს პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა. რაც შეეხება უშუალოდ გამარჯვებულის გამოვლენას, აქ ინტერესი გამოხატული აქვს რამდენიმე კომპანიას, ჩემი ინფორმაციით და ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში მეტი დეტალი იქნება ცნობილი ეკონომიკის სამინისტროდან იმის შესახებ, თუ რამდენი კომპანია გადავა შემდეგ ეტაპზე და რა ვადებში დასრულდება გამარჯვებულის გამოვლენა, რომელიც უშუალოდ იქნება ჩართული პორტის მშენებლობაში. ამ ეტაპზე ჩვენ უნდა დაველოდო მეორე ეტაპს, სადაც იქნება გამოვლენილი მცირე რაოდენობა კომპანიებსა და შემდგომ უნდა დაველოდოთ მათ მიერ წარმოდგენილ წინადადებებს პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის გაწერილი გეგმის მიხედვით თავისი შესაბამისი ვადებით და შესაბამისი ვადების მიხედვით ხორციელდება აღნიშნული საქმიანობა დღესაც“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ამავე თემაზე:

ანაკლიის პროექტით დაინტერესებულია სხვა საერთაშორისო, გამოცდილი კომპანია - მინისტრი

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სლოგანით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.