ახალი ამბები
ოკუპირებული გალის რაიონში რუსული ენის შემსწავლელი ცენტრი ამოქმედდა
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში რუსული ენის შემსწავლელი ცენტრი ამოქმედდა. მისი ხელმძღვანელი ოგორ ბასოვი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, რუსული ენაში გადამზადების კურსებს ჭუბურხინჯის ორი სკოლის მასწავლებლები გაივლიან. ინფორმაციას „გალ მედია“ ავრცელებს.

გარდა ამისა, მისივე თქმით, ცენტრში "რუსულ ენას და მისი ეფექტური სწავლების მექანიზმებს" გალის რაიონის სკოლების მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეასწავლიან. ამავე ცნობით, სამ თვეში გალის რაიონის 17 სკოლაში 300 - მდე ადამიანის გადამზადება იგეგმება.

ამავე ინფორმაციით, რუსულ ენას გალის ცენტრის მსმენელებს რუსეთის განათლების სამინისტროს დავალებით, არმავირის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სპეციალისტები შეასწავლიან.

"ღია განათლების ცენტრი" გალში ივნისში გაიხსნა. პროექტს კი რუსეთის განათლების სამინისტრო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.


ამავე თემაზე: გალში რუსული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.