ახალი ამბები
კომპანია, რომელსაც სამეგრელოში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეესრულებინა, 330 097 ლარი მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ამხილეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სახელმწიფოს კუთვნილი 330 097 ლარის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მხილებულია სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი.

უწყებაში აცხადებენ, რომ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ჯამში მხილებულია 4 პირი.

ამავე ცნობით, ტენდერში გამარჯვების შედეგად, ბრალდებულის მმართველობის ქვეშ მყოფ კომპანიას უნდა შეესრულებინა სამეგრელოს რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

"2021-2022 წლების პერიოდში, ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შეადგინა შესრულებული სამუშაოების ამსახველი ყალბი აქტები ე.წ. ფორმა N2-ები, რომლებშიც გაზარდეს შესრულებული სამუშაოების მოცულობები, რა გზითაც იგი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ჯამში 330 097 ლარს.

გამოძიების პროცესში ასევე დადგინდა, რომ სამუშაოების შესრულების ხარისხსა და მოცულობაზე კონტროლის მიზნით, დამკვეთმა დაიქირავა სპეციალისტები, რომლებმაც თავის მხრივ, არ განახორციელეს შესაბამისი რეაგირება კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან არსებულ დარღვევებზე, რითაც მას საშუალება მიეცა უკანონოდ დაუფლებოდა სახელმწიფო თანხებს", - ვკითხულობთ უწყების ოფიციალურ გვერდზე.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 180-ე, 182-ე, 220-ე და 332-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
20 / მაისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისიდან სამეგრელოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, 22-23 მაისს კი ხანმოკლე წვიმა იქნება.
20 / მაისი 2024
მესტიაში, სოფელ ეცერთან, მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა, დაღუპულია მანქანაში მყოფი ორივე პირი.
20 / მაისი 2024
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი ანზორ ოყუჯავა, საქართველოს სამუზეუმო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დავით არსენიშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.