ახალი ამბები
გავაფართოებთ იმ სახელმწიფოთა წრეს, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, - ლავროვი ბჟანიას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში რუსეთის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას შეხვდა.

ლავროვმა ბჟანიასა და არძინბას რუსეთის მიერ აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების 15 და "ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავი მიულოცა".

"ვიცი, რომ მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდა, მათ შორის რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მონაწილეობით. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი სოლიდარობა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ყველა სფეროსადმი, მათ შორის ეკონომიკის, სოციალური სფეროს, ენერგეტიკის განვითარებისა და საერთაშორისო პლატფორმებზე ურთიერთქმედების კუთხით. გავაფართოებთ იმ სახელმწიფოთა წრეს, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას", - თქვა ლავროვმა ბჟანიასთან მისალმებისას.

"ეხო კავკაზას" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ასლან ბჟანიას უკრაინაში, ომში, რუსეთის მხარეს მებრძოლებისთვის "რეგულარული ჰუმანიტარული დახმარებისთვის".

აფხაზმა ლიდერმა, თავის მხრივ, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას", როგორც "დარწმუნებული იყავით, რომ ბოლომდე თქვენთან ვართ", - განაცხადა მან.

ბჟანიამ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ურთიერთობები "აფხაზეთსა და რუსეთს შორის დინამიკურად ვითარდება".

მან მადლობა გადაუხადა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას სოხუმის აეროპორტის აღდგენის საინვესტიციო პროექტის განხორციელების ახლახან გაფორმებული შეთანხმებისთვის.

"ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ მიმართულებით რამდენიმე წელია ვმუშაობთ. მინდა მადლობა გამოვხატო ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებისთვის. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენმა მოქალაქეებმა დოკუმენტი დიდი ენთუზიაზმით მიიღეს", - განაცხადა ბჟანიამ.

დე ფაქტო ლიდერმა "ხაზგასმით აღნიშნა აფხაზეთის ხელმძღვანელობისა და ხალხის ერთგულება იმ ინტეგრაციის პროცესებისადმი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ინიციატივით მიმდინარეობს პოსტსაბჭოთა სივრცეში".

"ჩვენ ამაში მონაწილეობა გვინდა, ეს აფხაზეთის მოქალაქეების ფუნდამენტურ ინტერესებს შეესაბამება", - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

სააგენტო "აფსნიპრესი" იუწყება, რომ ასლან ბჟანიამ სერგეი ლავროვს ახძ-აფშას I ხარისხის ორდენი გადასცა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიენიჭა აფხაზეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო "აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებაში შეტანილი დიდი პირადი წვლილისთვის, აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების განმტკიცებასა და განვითარებაში".


ამავე თემაზე:  

საქართველოს ლიდერები, პრეზიდენტის გარდა, პრაგმატულები არიან - ბჟანია






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდიდან რამდენიმე ათეული სამარშუტო ტაქსი დაიძრა თბილისისკენ “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად.
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.