ახალი ამბები
სოხუმში გააკრეს პლაკატები წარწერით - "აფხაზეთი რუსული ხომალდების ადგილი არ არის!"
ოკუპირებულ აფხაზეთში გამოჩნდა შემდეგი შინაარსის წარწერები: "აფხაზეთი რუსული ხომალდების ადგილი არ არის!". მათი ავტორი ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების გემების განლაგების გეგმებს აპროტესტებს.
საპროტესტო პლაკატებმა უკმაყოფილება გამოიწვია სოხუმის მოსახლეობის ნაწილში. ტელეგრამ არხის "ЧП Абхазия" – ს ერთ - ერთი გამომწერი წერს:

"ამ პლაკატებს უკვე ერთი კვირაა ვხსნი სანაპიროზე (სოხუმთან, სადგურ კელასურთან). ვინც ამ რაიონში ნაძირლების დაჭერაში დამეხმარება, ჭაჭა ჩემზეა!"





ამავე პოსტის კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები აკრიტიკებენ "მტერს", რომელიც "დივერსიულ" საქმიანობას ეწევა დე ფაქტო რესპუბლიკაში:

"მალე, ალბათ, რაღაც ოკუპანტებზე წარწერებიც გამოჩნდება".

სხვები თვლიან, რომ პლაკატების ავტორი, ამ წარწერების გამოქვეყნებით, "ბავშვივით" იქცევა და "თავის გმირობას აძლიერებს".

ზოგი კი წერს: " ვინც აკრავს, ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს გემები მათ ტ...ს დაიცავენ". 

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, ოქტომბრის დასაწყისში, რუსული გამოცემა "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტრევიუში განაცხადა, რომ ოჩამჩირის რაიონში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება იგეგმება. მან განმარტა, რომ შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს სოხუმში, 30 სექტემბერს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდზე, რომელიც ქალაქის ნავსადგურში "ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად" შევიდა.


ამავე თემაზე: ანაკლიიდან 4 კილომეტრში რუსული საზღვაო ფლოტის განთავსებაზე ხელისუფლების რეაგირება არასაკმარისია - DRI

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის იხსენებს, თუ როგორ გაემგზავრა კახათის სკოლის 20 - მდე მსაწავლებელი ტრაგიკულად დაღუპული ეროვნული მოძრაობის "დუღაბის", მერაბ კოსტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.