ახალი ამბები
სოხუმში პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივებს განიხილავენ
ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლება პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე ფიქრობს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა "საზოგადოებრივი საბჭოს" სხდომაზე. მისი თქმით, ისინი დიალოგს აწარმოებენ რუსეთში პალესტინის სპეციალურ წარმომადგენელთან და რუსეთის ფედერაციაში პალესტინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან.

ამავე ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა "არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ირანთან, ავღანეთთან, იემენთან და ლიბანთან ურთიერთობების განვითარებაზეც" ისაუბრეს. არძინბას თქმით, შეიქმნება "აფხაზეთის ორმხრივი ბიზნეს საბჭო".


შეხვედრაზე ასევე განიხილეს აფხაზური დელეგაციის მინსკში ვიზიტის შედეგები. არძინბას თქმით, ვიზიტი "ქართველი დიპლომატების გაძლიერებული წინააღმდეგობის მიუხედავად"მაინც შედგა . მან აღნიშნა, რომ ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები "დაღმავალ ტრაექტორიაზეა".

არძინბას თქმით, უკრაინის ომის შედეგად "პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის პროცესები ახალ თვისებებსა და ფორმებს შეიძენს". ამასთან დაკავშირებით, შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით ნაადრევია "ნებისმიერ ინტეგრაციულ გაერთიანებაში აფხაზეთის მონაწილეობის კონკრეტული საკითხების განხილვა". აქვე აღნიშნულია, რომ სოხუმი მზად არის მონაწილეობა მიიღოს მსგავს გაერთიანებებში, მხოლოდ "სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპებით".

ინფორმაციისთვის, აფხაზური დელეგაცია, ცოტა ხნის წინ, ბელარუსში იმყოფებოდა, "ორმხრივი უწყებათაშორისი კონსულტაციების ჩასატარებლად". 

ბოლო დროს, სოხუმში სულ უფრო ხშირად აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის და ბელარუსის საკავშირო რესპუბლიკასთან მიერთებას არ გამორიცხავენ.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.