ახალი ამბები
ზუგდიდი მესამე ქალაქი იყო 2022 წელს, სადაც ფარულად ყველაზე მეტ ადამიანს მოუსმინეს - სტატიტიკა
ზუგდიდი რიგით მესამეა საქართველოს ქალაქების იმ ჩამონათვალში, რომლის მიხედვითაც 2022 წელს საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებმა ფარულად ყველაზე მეტ ადამიანს მოუსმინეს. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში ვკითხულობთ.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ზუგდიდს მხოლოდ თბილისი და ქუთაისი უსწრებს. სტატისტიკაში მეთექვსმეტე ადგილზეა ფოთი, მეოცეზე კი - სენაკი.

მონაცემი რაიონული ან საქალაქო სასამართლოების მიერ ფარულ სატელეფონო მიყურადებასა და ჩაწერაზე განხილული და დაკმაყოფილებული შუამდგომლობების მიხედვითაა შედგენილი.

აღმოჩნდა, რომ 2022 წელს პროკურატურის მიერ მოთხოვნილი აღნიშნული 1266-დან 959 - სრულად, 114 შუამდგომლობა კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მათ შორის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მოთხოვნილი 61-დან  41 შემთხვევაში სრული ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ნება მისცა გამოძიებას,  1 ფაქტზე შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, 19 კი უარყო.

ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2022 წელს ფარულად საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლებმა 12 მოთხოვნილიდან 6 პირს მოუსმინეს და ჩაწერეს, სენაკის რაიონულმა სასამართლომ კი ამავე შინაარსის მოთხოვნილი 9-დან 6 შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

რაც შეეხება დანაშაულებებს, რის გამოც პროკურატურა უმეტესად მიმართავს სასამართლოებს ფარული მიყურადება-ჩაწერის ნებართვისთვის, პირველ ადგილზე "ქურდული სამყაროს" წევრობა და "კანონიერი ქურდობაა", შემდეგ მოდის თაღლითობა, მესამე ადგილზე კი სტატისტიკაში ქურდობაა. 



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.