ახალი ამბები
არძინბას გადაწყვეტილება USAID - ზე აფხაზეთის კიდევ უფრო მერ იზოლაციას გამოიწვევს - არასამთავრობო სოხუმში
„აფხაზეთის ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის“ დირექტორი არდა ინალ-იფა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ინალ არძინბას განცხადებას გამოეხმურა, რომლის თანახმადაც, აფხაზეთში USAID - ის მიერ დაფინანსებული პროექტები იკრძალება, ხოლო სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდება, წერს „ეხო კავკვაზა“.

„მინისტრი არძინბას განკარგულებები უკვე არავის აკვირვებს, - მას დიდი ხანია აქვს დასახული მიზნად, რომ არ იმუშაოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ის არ ცდილობს გაადაარწმუნოს ისინი, რათა საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერა აფხაზეთის საზოგადოების აქტუალური პრობლემების გადასაჭრელად მიმართოს, არამედ ცხელ გულზე იღებს გადაწყვეტილებებს, რითაც გვაშორებს საერთაშორისო პარტნიორებს, წყვეტს აფხაზეთს გარე სამყაროსგან, აქცევს მას დახურულ ტერიტორიად.

სინამდვილეში, ინალ არძინბა საერთოდ არ არის დაკავებული დიპლომატიით, როგორც ამას მისი მანდატი მოითხოვს, პირიქით, ის ძირს უთხრის ჩვენი წინა მინისტრებისა და მათი კოლეგების მიღწევებს, სხვადასხვა საერთაშორისო ოგანიზაციებთან ურთიერთობაში, რაც მოითხოვს შემოქმედებით და არა ასეთ სწორხაზოვან მიდგომებს“, - ამბობს არდა ინალ-იფა. 

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება არის ანტიაფხაზური, რაც „აფხაზეთის კიდევ უფრო მეტ იზოლაციას გამოიწვევს“.

„ ასეთი განკარგულებები მნიშვნელოვნად ართულებს აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოების ამოცანას, რომლის გარეშეც შეუძლებელია ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების იდეის ხელშეწყობა“, - დასძინა მან.

გამოცემის თანახმად, მანამდე, სოხუმში ჩასულმა  მარგარიტა სიმონიანმა, სატელევიზიო არხის RT-ის მთავარმა რედაქტორმა, გააკრიტიკა USAID და „აფხაზეთის ხელმძღვანელობას" უსურვა „სიბრძნე, გამბედაობა და ძალა უკომპრომისო ბრძოლაში საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან".

ინფორმაციისთვის, დღეს, 8 დეკემებერს, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საუბარია აფხაზეთში მოქმედ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ახალი მიდგომების შესახებ. მისი თქმით, იკრძალება პროექტები, რომელთა მიზანია "აფხაზეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარება", ასევე, იმ მედიაპროექტების დაფინანსება, რომელთა მიზანია "აფხაზეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის გაშუქება".








Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის იხსენებს, თუ როგორ გაემგზავრა კახათის სკოლის 20 - მდე მსაწავლებელი ტრაგიკულად დაღუპული ეროვნული მოძრაობის "დუღაბის", მერაბ კოსტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.