ახალი ამბები
2020-2022 წლებში სამეგრელოს მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირებმა 1 044 729 ლარის საჩუქარი მიიღეს - IDFI
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეისწავლა თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ 2020-2022 წლებში მიღებული საჩუქრების შესახებ ინფორმაცია. ჩამონათვალში სამეგრელოდან ფოთის, ჩხოროწყუს, მარტვილის, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები მოხვდა.

IDFI - ს სტატისტიკურ მონაცემებში, რომელიც საჩუქრების ღირებულებას ჯამურად განსაზღვრავს, ჩხოროწყუს საკრებულოს მითითებული აქვს - 253 578 ლარი, ფოთის მერიას - 121 524, ხოლო საკრებულოს - 244 796 ლარი, წალენჯიხის მერიას - 121 524, საკრებულოს - 154 321 ლარი, მარტვილის მერიას - 40 000, საკრებულოს - 112 535 ლარი.

ამასთან, ორგანიზაციის კვლევაში მოცემულია თანამდებობის პირთა ვინაობა, მათი პოზიცია და საჩუქრის (ერთჯერადად მიღებული) სახეობის ცხრილი, რომელიც სამეგრელოს შემთხვევაში შემდეგნაირად გამოიყურება:

თენგიზ ზედანია - ფრაქცია "ჩხოროწყუ-საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 2022 წელს ძმისგან მიიღო 72 500 დოლარი, მეგობრისგან - 5000 დოლარი.

ალექსანდრე ტყებუჩავა - ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე. 2020-2022 წლებში მას მეგობრებმა 64 000 ლარი და 8000 დოლარი აჩუქეს.

უჩა დოლიძე - ფოთის საკრებულო, ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე. 2022 წელს მეგობარმა 4340 ევრო აჩუქა.

დავით ესებუა - ფოთის საკრებულო ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე. 2022 წელს ესებუამ ჯერ მეგობრისგან - 10568, შემდეგ კი ნათესავისგან მიიღო 4200 ლარი.

ალექსანდრე გრიგალავა - მარტვილის ყოფილი მერი. თანამდებობაზე ყოფნის დროს, 2020 წელს მას ფეხბურთის ფედერაციამ პრემიის სახით გადასცა 40 000 ლარი, თუმცა დეკლარაციაში მითითებული არ არის პრემიის მიღების საფუძველი.

დავით ბელქანია - წალენჯიხის საკრებულოში ფრაქცია"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე. მან 2022 წელს ფულადი გზავნილის სახით მეგობრისგან მიიღო 21 100 დოლარი.

თამარ ბელქანია - წალენჯიხის მერის მოადგილე. მან და მისმა ოჯახმა 2020-2022 წლებში, ჯამურად, 95 000 ლარის საჩუქარი მიიღო.

გიორგი კოკაია - მარტვილის საკრებულოში ფრაქცია"ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილე. 2022 წელს კოკაიას ოჯახის წევრს დედამ 20 400 ევრო აჩუქა.

ირაკლი ძიძიგური - ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის უფროსი. 2020 წელს ძიძიგურის ოჯახის წევრს ბიძამ 2 500 დოლარის ღირებულების ავტომობილი გადასცა.

კახა შელია - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი. შელიას მეუღლეს ნათესავმა 15 000 ლარის ღირებულების ბინა აჩუქა.

IDFI პუბლიკაციაში მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, შეისწავლონ ორგანიზაციის მიერ გამოვლენილი საეჭვო შემთხვევები და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.