ახალი ამბები
სოხუმმა რუსული ელექტროენერგიის შესაძენად 835 მილიონი რუბლი გამოყო
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის, ქრისტინა ოზგანის განცხადებით, რუსეთიდან ელექტროენერგიის ნაკადის მისაღებად სოხუმმა 835 მილიონი რუბლი გადაიხადა. მისივე თქმით, "75 მილიონის გამოკლებით, თანხა საბიუჯეტო სახსრებიდან გამოიყო".

ოზგანის ცნობით, "აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობა 2022 წელთან შედარებით, 312 მლნ კვტ/სთ-ით შემცირდა, დამონტაჟდა 22 238 მრიცხველი და მოხმარებული ელექტროენერგიის გადახდებიდან შემოსავლის მოცულობამ 928 მილიონ რუბლს გადააჭარბა". ამავე მონაცემებით, 2022 წლის იმავე პერიოდში, შემოსავალმა 552 მილიონი რუბლი შეადგინა. 

უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სოხუმი მოსკოვს უნდა შეთანხმებოდა შემოდგომა - ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის ახალი ნაკადის მიწოდებაზე, რისთვისაც 900 მილიონი რუბლის მოძიება იყო საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, აფხაზი ენერგეტიკოსები "მარაოსებრი გრაფიკის" დაწესებას აანონსებდნენ.

ნოემბერში აფხაზური კომპანია "ჩერნომორენერგოს" დირექტორმა ტიმურ ჯინჯოლიამ განაცხადა, რომ წინა წლებში რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდებოდათ, თუმცა, წელს ასე "არ გამოვიდა ".

ენერგოდეფიციტზე საუბრისას, ქრისტინა ოზგანმა აღნიშნა, რომ 2020 წლიდან 2023 წლამდე რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდება ხდებოდა ჰუმანიტარულ საფუძველზე, წელს კი "აფხაზეთის მთავრობამ თავად უნდა გადაიხადოს რუსული ელექტროენერგიის საფასური".

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მაშინ განაცხადა, რომ "აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს და ისინი თვითონვე არიან პასუხისმგებელი, გადაიხადონ მისი საფასური".

უფრო ადრე, ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ წელს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოზე 60/40-ზე პრინციპით განაწილდება.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 დეკემბერს ქრისტინა ოზგანი ზუგდიდში იმყოფებოდა, სადაც ენგურჰესის ხელმძღვანელობას შეხვდა. ამავე ცნობით, შეხვედრაზე "აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი განიხილებოდა". რამდენიმე დღეში, აფხაზმა "მინისტრმა" თავადვე დაადასტურა ინფორმაცია ქართულ მხარესთან შეხვედრის შესახებ. 

"ენგურჰესის კაშხალზე ნამდვილად გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც 2024 წელს ელექტროენერგიის გამომუშავების საკითხები განიხილებოდა. ჩვენ ასევე დავაზუსტეთ ჩვენი პოზიცია ვარდნილ ჰესების აღდგენის თაობაზე - აფხაზურმა მხარემ მათი აღდგენის გეგმები წარადგინა", - განუცხადა მან მედიას.

ჟურნალისტებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ქართულ-აფხაზური კონსულტაციების შესახებ კომენტარი სთხოვეს. ის შეხვედრის ფაქტ არ უარყოფს, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია:

"ენგურჰესი ყოველთვის იყო ურთიერთობის, ნდობის აღდგენის შესაძლებლობა ოკუპაციის ხაზით გაყოფილ 2 საზოგადოებას შორის. ყოველთვის ასე იყო, რომ ენგურჰესი ემსახურებოდა და მისი გეოგრაფიული მდგომარეობაც ისეთია, რომ ეს კოორდინაცია ზოგადად საჭიროა, რომ ობიექტმა იფუნქციონიროს", – თქვა ილია დარჩიაშვილმა.

უკვე წლებია, აფხაზეთი ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს.

ზამთრის თვეებში ენგურჰესი ძირითადად აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა, თუმცა მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს, სადაც 60% ქართული მხარის განკარგულებაში უნდა დარჩეს, ხოლო 40% აფხაზური მხარის.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის იხსენებს, თუ როგორ გაემგზავრა კახათის სკოლის 20 - მდე მსაწავლებელი ტრაგიკულად დაღუპული ეროვნული მოძრაობის "დუღაბის", მერაბ კოსტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.