ახალი ამბები
ის ენგურის ხიდზე მარტო იყო და ვიზით შემოვიდა აფხაზეთში - ფილია ქართველ ტურისტზე
გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის უფროსი კონსტანტინე ფილია აფხაზური ტელეგრამ - არხების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელზეც, საქართველოს მოქალაქეების ჯგუფი აფხაზეთში მოგზაურობაზე საუბრობს.  ფილიას განმარტებით, ვიდეოს ავტორმა, ენგურის ხიდი მარტომ, ჯგუფის გარეშე გადაკვეთა.

"მოვისმინე, რაც მან თქვა ვიდეოში: მარტო შემოვიდა, ჯგუფთან ერთად არ მოსულა. მარტო ჩავიდა, ადგილობრივები დახვდნენ და წაიყვანეს რიწაში, მერე ერთად გადაიღეს სურათები. ყველა დანარჩენი ადგილობრივია. და ეს კაცი, რომელიც პირველ ვიდეოშია, მარტო ჩამოვიდა და მარტო წავიდა. წასვლისას კი თქვა, რომ აქ მეგობრები იპოვა, ცუდი მხოლოდ ის არის, რომ ვიზას დიდხანს უნდა ელოდო და ვიღაცამ უნდა იზრუნოს ვიზაზეო, ამაზე ლაპარაკობს. უკვე სამმა ადამიანმა თარგმნა სიტყვასიტყვით ჩემთვის და არც ერთი ცუდი სიტყვა არ უთქვამს. სიტყვასიტყვით ამბობს, რომ მისი მოგზაურობა დასრულდა, ჰყვება, რომ აქ იყო, იქ იყო, შეხვდა მეგობრებს, მეგრელებსა და აფხაზებს, ერთადერთი სირთულე ვიზის აღება იყო და მეტი არაფერი...", - უთხრა ფილიამ ინტერნეტ გამოცემა "აიაირას".

მან აღნიშნა, რომ ამ ერთი ადამიანის გარდა, დანარჩენები გალის მცხოვრებლები არიან.

"ყველა დანარჩენი, ადგილობრივია, ვიდეოსაც კი გამოგიგზავნით, სადაც ნახავთ, როგორ ბრუნდება მარტო, სად იწერს ენგურის ხიდზე ვიდეოს აფხაზეთში ჩასვლაზე", ის დასძენს, ქართველი მოგზაური "ვიზით შევიდა აფხაზეთში და არც ერთი ცუდი სიტყვა არ უთქვამს".

ვიდეოს ავთენტურობაში ეჭვი ეპარება დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და დეპუტატს ასლან კობახიას. ის თვლის, რომ ვიდეო უხეშად არის დამონტაჟებული.

"არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის, ვინ არიან ეს ადამიანები. შემიძლია ნებისმიერი ფოტო დავდო და ვთქვა, რომ ეს ქართველები არიან, მაგრამ ვინ იცის, რომ ისინი ქართველები იყვნენ? მე ვხედავ ამ ჯგუფურ ფოტოს, მაგრამ გარდა იმისა, რომ ქართულად წერია "ჩვენ დავბრუნდებით", მეტს ვერაფერს ვიტყვი. იმისთვის, რომ ამაზე პროფესიონალურად გავაკეთო კომენტარი, უნდა ვიცნობდე ამ ადამიანებს. შუბლზე არ აწერია, რომ ეს ქართველები არიან. ან იქნებ სომხები არიან ან აფხაზები?... ასეთი შემადგენლობით არც ერთი ქართული ჯგუფი არ შემოვა, თუ უსაფრთხოების გარანტიები არ ექნებათ. და უსაფრთხოების გარანტიებს ამ ქვეყანაში მხოლოდ სამთავრობო უწყებები უზრუნველყოფენ" , - აღნიშნა მან. 

გამოცემა წერს, რომ "გაურკვეველია, რატომ გავრცელდა მხოლოდ ახლა ვიდეო, რომელიც გასული წლის ნოემბერში გადაიღეს". 

აფხაზურმა ტელეგრამ - არხებმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელზეც, მათივე ინფორმაციით, ასახულია საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოგზაურობა. ვიდეოდან ჩანს, რომ "ქართველი მოგზაურები" აფხაზეთში სავარაუდოდ, ადგილობრივების მიწვევით იმყოფებოდნენ, რომლებმაც უმასპინძლეს კიდეც.

სოხუმში საკითხს ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც არ ცხოვრობენ გალის რაიონში, ოკუპირებულ აფხაზეთში სპეციალური ნებართვის გარეშე ჩასვლა არ შეუძლიათ. სამეგრელო - აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გადასაკვეთად, გალის რაიონის მცხოვრებლებს, დროებითი დოკუმენტი, ე.წ. "ფორმა №9"- უნდა ჰქონდეთ ან "ბინადრობის მოწმობა" რომლის მისაღებად, როგორც სოხუმში აცხადებენ, "ადამიანი, სულ მცირე, 10 წელი უნდა ცხოვრობდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხოლო პირმა, რომელსაც აფხაზეთის მოქალაქეობაზე აქვს პრეტენზია, საქართველოს მოქალაქეობაზე უნდა განაცხადოს უარი".







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის იხსენებს, თუ როგორ გაემგზავრა კახათის სკოლის 20 - მდე მსაწავლებელი ტრაგიკულად დაღუპული ეროვნული მოძრაობის "დუღაბის", მერაბ კოსტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.