ახალი ამბები
ინალ არძინბას ბიჭვინთის აგარაკის გამო მოსკოვიდან მიღებული ნოტის გამოქვეყნება მოსთხოვეს
აფხაზმა "ოპოზიციონერმა დეპუტატმა" ერიკ რშტუნიმ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს ინალ არძინბას მიმართა წერილით, რომელშიც მოსკოვიდან მიღებული "დიპლომატიური ნოტის" ასლი მოითხოვა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ნოტა მიიღო ე.წ. პარლამენტის მიერ ბიჭვინთაში მდებარე ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებასთან დაკავშირებით. 

მოსკოვი, სავარაუდოდ, უკმაყოფილოა იმ ცვლილებებით, რომლებიც კრძალავს ობიექტის მესამე პირებისთვის გადაცემას, წერს „ეხო კავკაზა“.

აღნიშნული ნოტის გამოქვეყნება მანამდე ოპოზიციურმა ძალებმა - პარტიებმა "აფსნიმ", "აფხაზეთის ეროვნული ერთიანობის ფორუმმა", საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა "არუაამ", "აფხაზეთის სახალხო მოძრაობამ" და "ჩვენმა დედაქალაქმა" მოითხოვეს:

"ჩვენს ხელს აღმოჩნდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა, რომელშიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სთავაზობენ პოზიციის ჩამოაყალიბებას - დაადასტუროს თავისი რატიფიცირებამდე, შეთანხმებიდან გამომდინარე დებულებების ან მიღებული საკანონმდებლო აქტების მიმართ ერთგულება. ამასთან დაკავშირებით მოვითხოვთ, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავი დაანებოს ჩვეულ კულუარულ მუშაობას და გამოაქვეყნოს მითითებული ნოტა. ასევე, საზოგადოების სრული უნდობლობის გამო, მოვითხოვთ, რომ აფხაზური მხარის პასუხი წინასწარ შეთანხმდეს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მიერ დაინტერესებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად აფხაზეთის პრეზიდენტს ასლან ბჟანიას და საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას", - ნათქვამია მათ განცხადებაში.

ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს გამთენიისას მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ "პარლამენტის" მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.

გამოცემის ცნობით, "დეპუტატებმა" ასევე დაამტკიცეს ობიექტების, მიწის ნაკვეთების, წყლის ფართობების, აშენებული შენობებისა და ნაგებობების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვა. გარდა ამისა, აკრძალულია ობიექტებისა და ნაკვეთების გადაცემა ხელშეკრულების დენონსაციის შემთხვევაში. 

აქვე ვკითხულობთ, რომ აფხაზური ოპოზიციის ნაწილმა, ამ ზომების გათვალისწინებით დაუჭირა მხარი დოკუმენტის მიღებას. ერიკ რშტუნის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბიჭვინთის აგარაკის გასხვისებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია. 

"ეს, როგორც ყველა სხვა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება აეროპორტს, რომელიც ეხება ოჩამჩირეს, არის არალეგალური და ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება", - ასე გამოეხმაურა ბიჭვინთის "შეთანხმების რატიფიცირებას" საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.











Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.