ახალი ამბები
"კანიონ 350"-ის წინააღმდეგ გამოწერილი ექვსი ჯარიმა სასამართლომ გააბათილა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბალდის კანიონის ინვესტორის "კანიონ 350"-ის წინააღმდეგ ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოწერილი ჯარიმები გაუქმებულია.

კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი მერკვილაძე რადიო "ათინათს" იმ კონკრეტული ჯარიმების შესახებ უყვება, რომელიც სასამართლომ აბსურდულად ცნო.

"სამუშაო ადგილზე მასალების ჩამოტვირთვისას სამი თუ ოთხი ჯარიმა გამოწერეს, რადგან ეს მასალა გზაზე ჩამოვტვირთე, რომელიც რეალურად არავის ემსახურება.

კიდევ ერთი ჯარიმა ეხებოდა ღობეს. თავდაპირველად, რაც იჯარით გვქონდა აღებული ამას სცდებოდა 50 სანტიმეტრით, ზოგან მეტრით, ზოგან 3 მეტრით და ჩვენ ამაზე დავწერეთ განცხადება საგზაო დეპარტამენტში, მათ ეს ხელშეკრულება გაგვიფორმეს და მოგვცეს. თუმცა, ისინი მოვიდნენ და მაინც დააჯარიმებინეს იქამდე, სანამ ეს ხელშეკრულება გაფორმდებოდა", - თქვა მერკვილაძემ.

მისივე თქმით, ერთი ჯარიმა იმ ბილიკის მოწყობას უკავშირდებოდა, რომელიც სამუშაო ტერიტორიას კვეთდა და ყოველდღიურად უწევდა მასზე გადაადგილება.

"იქ გზა რომ გაკეთდა, გზიდან მთელი მასალა ჩაყრილი იყო ხეობაში და კანიონში, ჩვენი მუშაობის შემდეგ ამ ჩაყრილმა მასალამ დაიწყო დაძვრა და ჩავატარეთ მისი გამაგრებითი სამუშაოები. ეს მასა რომ მოვაშორეთ, ავაშენეთ კედელი და უკან მივაყარეთ მიწა, ამაზე გამოაწერინეს. ეს მიყრილი მიწა, თურმე ყოფილა უკანონოდ მოპოვებული წიაღისეული.

მოსამართლემ ამ ყველაფერზე იმსჯელა და ყველა ჯარიმა მოხსნა. სახელმწიფომ თუ გასცა სამშენებლო ნებართვა, მე უნდა მქონდეს იქ მასალის მიტანის უფლება, აბსურდული იყო ჯარიმები.

მოსამართლემ მითხრა, ისე ჩავატარო სამუშაოები, რომ აღარ მოვიდნენ ეს ხალხი", - თქვა მერკვილაძემ.

რესპონდენტის თქმით, იგეგმება კვლევა, რომელმაც უნდა შეამოწმოს სოფლის ბუნებასა და გარემოზე კომპანიის სამუშაოების ზეგავლენა და შედეგების მიხედვით გაგრძელდება საქმიანობა.

პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ცოტნე თვარაძე ამბობს, რომ ჯარიმების შესახებ სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ და სავარაუდოდ, საქმე ეხება ექვსზე მეტ ჯარიმას.

"მე ვერ გეტყვით, რომ ჯარიმები გაბათილებულია და თუ გაბათილებულია, რომელ ჯარიმებს ეხება ეს. თვეში, დაახლოებით 7-8 ჯარიმა იყო.

ზოგადად, ისეთ განწყობას ქმნიან, თითქოს კანონი არსად არ დაურღვევიათ, რეალურად კი ძალიან ბევრი კანონი დაარღვიეს და შესაბამისად, ბევრი ჯარიმა აქვთ გამოწერილი.

ეს 6 ჯარიმა მარტო ერთი თვის იყო. სექტემბერში თუ ოქტომბერში 6 ჯარიმა გამოუწერეს ამ კომპანიას".

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, თვარაძე განმარტავს, რომ პროტესტის მონაწილეები ელოდებიან კომპანიისა და მოსახლეობის შეხვედრის შედეგებს, რომელიც, მისივე თქმით, ორი კვირის ვადაში იგეგმება.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში, ბალდის კანიონი, რომელიც ბუნების ძეგლია, აუქციონის წესით, 20 - წლიანი საკუთრების უფლებითა და გარკვეული ვალდებულებებით კომპანია "კანიონ 350"-ს გადაეცა.

კვირებია, ბალდელების ნაწილი სამუშაოების შეჩერებას ითხოვს და კანიონის გასხვისებას უკანონოს უწოდებს.

სახელმწიფო უწყებაში განმარტავენ, რომ ყველა სახის სამუშაო კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. კომპანიამ ორი წლის განმავლობაში 3 მილიონ ლარამდე ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მომდევნო 3 წლის ვადაში კი ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - ვიზიტორთა ცენტრი, როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი.

კანიონის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2023 წლის აპრილის თვიდან დაიწყო. პროექტის დაწყებამდე კი შეისწავლეს ბუნების ძეგლის გეოლოგიური,ჰიდროლოგიური კომპონენტი, რათა ბუნების ძეგლზე ინფრასტრუქტურის მოწყობა უსაფრთხო ყოფილიყო.




ამავე თემაზე:

ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად ადგილობრივთა პროტესტი გრძელდება



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.