ახალი ამბები
ლევან პაპავა სახალხო დამცველს სასამართლოში უჩივის
სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთის რეგიონული კოორდინატორი ლევან პაპავა ომბუდსმენს თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივის. საქმე ეხება დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტს, რომელიც, პაპავას მტკიცებით, მის მიმართ გამოვლინდა.

რადიო "ათინათს"
ლევან პაპავამ განუმარტა, რომ უშუალო ხელმძღვანელმა განსხვავებული შეხედულების გამო მისი 2023 წლის მუშაობა შეაფასა, როგორც "დამაკმაყოფილებელი", როცა, მომჩივნის განმარტებით, გასულ წლებში პაპავასადმი შეფასება იყო "საუკეთესო" ან "კარგი". ლევან პაპავა აპარატში 2016 წლიდან მუშაობს.

"2023 წელს შეიცვალა ჩემი ხელმძღვანელი, რომელთანაც, სამუშაო საკითხებთან დაკავშირებით მქონდა განსხვავებული პოზიციები. მას არ ჰქონდა მიმღებლობა და გამოიყენა ეს ბერკეტი ჩემი დასჯის მიზნით. ეს არის, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად მიკერძოებული და კონკრეტულ შემთხვევაში, დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მისი მხრიდან, გავხდი დისკრიმინაციული მოპყრობის ადრესატი განსხვავებული შეხედულებების ნიშნით. სხვადასხვა დროს მას ჰქონდა ჩემ მიმართ მტრული დამოკიდებულებები, რაც ეხება სხვადასხვა მოგონილ ამბავს. 

მაგალითად, ერთ-ერთ ჩემს თანამშრომელს წლების წინ მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს, მე რაღაც ვთქვი ცუდი მასზე. ასე რომ ვთქვათ, მტრული დამოკიდებულებები ჰქონდა ჩემ მიმართ და ცრუ ინფორმაციებს მივრცელებდა.. 2022 წელს, როცა ჩემ მიმართ იყო დისციპლინარული წარმოება, კომისიის წევრად გამოცხადდა, მაგრამ აცილება მოვითხოვე, რაც დაკმაყოფილდა. საბოლოოდ, ჩემ მიმართ დისციპლინური წარმოება შეწყდა, არ დადასტურდა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი. 2023 წლის დასაწყისში უშუალო ხელმძღვანელმა სამეგრელოს ოფისის თანამშრომელს ექსკლუზიურად შესთავაზა ტრენინგში მონაწილეობა ისე, რომ მე ამის შესახებ ინფორმაცია არც კი მქონდა და მსგავსი საკითხები...

გამოვიყენე შიდა გასაჩივრების მექანიზმი, მივმართე სახალხო დამცველს მტკიცებულებებით, ვუთითებდი კონკრეტულ ნიშნებს. როცა ეს მტკიცებულებები სახალხო დამცველს წარვუდგინე, შეიქმნა კომისია, რომელმაც არ განიხილა ჩემი საკითხი დისკრიმინაციის თვალსაზრისით, შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა და გადამამისამართეს სასამართლოში. საბოლოო გადაწყვეტილება შეფასებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა მიიღო.

მე გამოვითხოვე სხვა თანამშრომლებზე იდენტური ინფორმაცია, რითაც დავადასტურებ, რომ, დიახ, ჩემ მიმართ იყო დისკრიმინაციული მოპყრობა, რადგან მხოლოდ მე მომცა უშუალო ხელმძღვანელმა ასეთი დაბალი შეფასება. ვითხოვ, პირველ რიგში, ბრძანების გაუქმებას ჩემი შეფასების შესახებ, ვითხოვ, სახალხო დამცველს დაევალოს ახალი ბრძანების გამოცემა, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, დისკრიმინაციის ფაქტის აღმოფხვრა, მორალური ზიანის ანაზღაურება - სიმბოლური თანხა 300 ლარი და ფულადი ჯილდოს სახით მიუღებელი შემოსავლის მიღებას", - უთხრა რადიო "ათინათს" პაპავამ.

ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველის აპარატიც, სადაც ამბობენ, რომ პაპავას მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანა მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობაა.

"სახალხო დამცველის აპარატში ლევან პაპავას წინააღმდეგ მიმდინარეობს დისციპლინური საქმისწარმოება, აპარატის ქალი თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მისი მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესწავლის მიზნით. ამავე მოხსენებით ბარათში, თანამშრომელი ასევე უთითებს პაპავას მხრიდან ზეწოლისა და სტრესული სამუშაო გარემოს შექმნის შესახებ.

რაც შეეხება მისი, როგორც საჯარო მოხელის შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამისი არგუმენტების არსებობისას შეფასების სხვადასხვა ქულის დაწერის შესაძლებლობას, რაც წინა წლებშიც იქნა გამოყენებული როგორც მისი, ასევე აპარატში დასაქმებული სხვა თანამშრომლების მიმართ.

ლევან პაპავას წინა სახალხო დამცველის დროსაც ჰქონდა პრეტენზიები შეფასების ცალკეული კომპონენტების თაობაზე და აპარატში შექმნილი იყო არაერთი კომისია, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამმართველოში თანამშრომელთა, მათ შორის, ლევან პაპავას ქცევისა და კომუნიკაციის ეთიკურობის საკითხი შეისწავლა. შეფასებასთან დაკავშირებული მისი საჩივარი განიხილა აპარატში შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ, რომლის მუშაობაში მოწვეულმა წევრმაც მიიღო მონაწილეობა.

ამდენად, აპარატში მისი საჩივრის განხილვის პროცედურები ამოიწურა და შემდგომში დაველოდებით ამ საკითხზე სასამართლო განხილვას", - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

საქმეზე პირველი სასამართლო მოსმენა 3 ივნისსაა ჩანიშნული. ლევან პაპავა კი მისი დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლებასაც არ გამორიცხავს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.