რეგიონი
მზად ვართ ვისაუბროთ დეტალურად, გახსნილად, გვაქვს მზაობა კონსულტაციებისთვის - ირაკლი ჩიქოვანი
მზად ვართ ვისაუბროთ დეტალურად, გახსნილად, გვაქვს მზაობა კონსულტაციებისთვის, იმისათვის, რომ ყველას დავანახოთ, კანონი, რომელიც არის ინიცირებული, ეს არის გამჭვირვალობის კანონი, გამჭვირვალობის ყველა იმ სუბიექტისა, რომელიც მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არის გამჭვირვალობის ძალიან მაღალი ხარისხი იმ პირებთან და სუბიექტებთან მიმართებაში, რომლებიც მონაწილეობენ აქტიურად საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ფორმირებას უკეთებენ პოლიტიკას, იღებენ გადაწყვეტილებებს.

"წლების განმავლობაში დადასტურდა, რომ საქართველოს და გერმანიას აქვს ძალიან მდგრადი და ახლო ურთიერთობები, რომლებიც ძალიან ბევრ ასპექტს ითვალისწინებს. ეს ურთიერთობები და მეგობრობა არის იმის საწინდარი, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთში ვისაუბროთ ისეთ საკითხებზე, რომლებზეც შეიძლება განსხვავებული პოზიცია გვქონდეს, მაგრამ განსხვავებულ პოზიციასთან მიმართებაში ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვართ მზად ვისაუბროთ დეტალურად, გახსნილად, გვაქვს მზაობა კონსულტაციებისთვის, იმისათვის, რომ ყველას დავანახოთ, კანონი, რომელიც არის ინიცირებული, ეს არის გამჭვირვალობის კანონი, გამჭვირვალობის ყველა იმ სუბიექტისა, რომელიც მონაწილეობს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. საქართველოში არის გამჭვირვალობის ძალიან მაღალი ხარისხი იმ პირებთან და სუბიექტებთან მიმართებაში, რომლებიც მონაწილეობენ აქტიურად საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ფორმირებას უკეთებენ პოლიტიკას, იღებენ გადაწყვეტილებებს და როდესაც ასეთი მაღალი სტანდარტი არსებობს და მეორე მხრივ, არასამთავრობო სექტორისა და კონკრეტული სუბიექტების მხრიდან არ არის მზაობა, რომ მინიმალური სტანდარტი მაინც დაინერგოს, ეს არის ნამდვილად გასაკვირი. არავის არ უნდა უკვირდეს, მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნილია ყოველწლიური დეკლარირების აუცილებლობა, რომ ეს რაიმე ფორმით ეწინააღმდეგება ვინმეს საქმიანობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამჭვირვალობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი დემოკრატიული საზოგადოების“, - განმარტა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინფორმაციისთვის, 3 აპრილს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი პარტია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს მეორედ დააინიცირებდა. საქართველოს პარლამენტის ბიურომ კანონპროექტი 8 აპრილს დაარეგისტრირა.

კანონპროექტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 15 აპრილს იგეგმება.







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, სლოგანით: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“
29 / აპრილი 2024
ზუგდიდელი მარიამ ფიფია იმ ახალგაზრდებს შორისაა, რომლებმაც, საკმაოდ მაღალი კონკურსის პირობებში შეძლეს ევროპული უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტიპენდიის მოპოვება.
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.