ახალი ამბები
დაიტოვე - ფეისბუკჯგუფი, რომელიც „აგენტების“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებისთვის შეიქმნა
მიმდინარე მოვლენებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, 30 აპრილს, სოციალურ ქსელში, ადამიანების დასაკავშირებლად,  ჯგუფი „დაიტოვე“ შეიქმნა.

ის ეხმარება მათ, „ვისაც აქციაზე უნდა ყოფნა, თუმცა ცხოვრობენ რეგიონებში და ვერ ახერხებენ იმავე დღეს, გვიან, შინ დაბრუნებას და მათ, ვინც ცხოვრობს თბილისში და აქვს შესაძლებლობა თანამოაზრეები დაიტოვონ შინ, აქციის დასრულების შემდეგ“, - ვკითხულობთ პოსტში, რომელიც ფეისბუკში გავრცელდა.

ჯგუფის შექმნის იდეა, მარიამ ბაბუნაშვილს ეკუთვნის. ამ დროისათვის, მასში 58 ათასამდე ადამიანია გაწევრიანებული.

ბათუმიდან თბილისისკენ წამსვლელებს გავატანთ გემრიელ საგზალს - ღვეზელებს, ხაჭაპურებს და მისთანებს.
თქვენზე საპატიოს ვის უნდა ერგოს?!
თქვენ გვერდით გვიგულეთ რიგითი ბათუმელები!!!

ანგარიშის ნომერი დადეთ რომ დავაფინანსო მგზავრობა ❤️❤️❤️

ჩვენს თვალწინ არნახული საქართველო იბადება❤

სალამი თანამებრძოლებს! 30-ში დაბადების დღე მქონდა, თუმცა ახლა პირადი ბედნიერების და გართობის დრო ნამდვილად არ არის. ჰოდა ამ დღისთვის ნაყიდი საკვებით მინდა მაქსიმალურად დაგეხმაროთ და მითხარით სად და როგორ?
ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ და ვერ შეგვაშინებენ



მასობრივი პროტესტები თბილისსა და სხვა ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.

კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა, რასაც მორიგი საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა. მანიფესტანტები, რომელთა ძირითადი ნაწილი ახალგაზრდობაა, „აგენტების“ კანონს თბილისის სხვადასხვა წერტილში აპროტესტებენ.

წუხანდელი აქციის დასაშლელად, ხელისუფლებამ სპეცდანიშნულების რაზმები ისევ გამოიყვანა, მრავალგზის გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ფიზიკურად უსწორდებოდა და აკავებდა აქციის მონაწილეებს.

შსს- ს ინფორმაციით, თბილისში, აქციაზე, 63 ადამიანი დააკავეს.

მთავარი ფოტო - ირაკლი გამსახურდია







Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
21 / მაისი 2024
ზუგდიდში გრძელდება უწყვეტი აქციები “აგენტების” კანონის გასაპროტესტებლად.
21 / მაისი 2024
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა სენაკში, გორის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ 21 წლის მამაკაცს.
21 / მაისი 2024
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში 1 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.