ახალი ამბები
წალენჯიხიდან თბილისის აქციას უერთდებიან
წალენჯიხის მერის გიორგი ხარჩილავას და მისი მოადგილეების ინფორმაციით, წალენჯიხიდან მოქალაქეების ნაწილი უკვე გაემგზავრა თბილისში, დღეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დასასწრებად და „აგენტების„ კანონთან ერთად, იმ მოვლენების გასაპროტესტებლად, რაც გუშინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა.
როგორც წალენჯიხის მერი ამბობს, წალენჯიხელები, ნაწილ - ნაწილ მიემართებიან თბილისისკენ და ის მოუწოდებს მეზობელი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, შეუერთდნენ მათ პროტესტს. მისი თქმით, რეგიონმა გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას „საქართველოსთვის ისტორიულ ომში“.

„საქართველოს ხელისუფლებამ იძალადა საკუთარ მოსახლეობაზე, ახალგაზრდობაზე. უღალატა საქართველოს მომავალს და მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია საკუთარი სამშობლო და ღირსეული ცხოვრება ამ ქვეყანაში, დედაქალაქი დგას, დედაქალაქი იბრძვის, დედაქალაქი არ ნებდება და ახლა, ყოველი ჩვენთაგანის ვალია, რეგიონების ვალია, შევეშველოთ, ჩავანაცვლოთ, შევავსოთ მათი რიგები და ივანიშვილის ის ოცნება, რომ ჩვენ შემოდგომამდე ძალა გამოგველევა, შემოვუბრუნოთ უკან, თვითონ მოვქანცოთ და თვითონ წავიყვანოთ დათმობაზე. გაიწვიოს რუსული კანონი...“ , - განაცხადა ხარჩილავამ.

მასობრივი პროტესტები თბილისსა და სხვა ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. საქართველოს პარლამენტში "აგენტების კანონს" კანონპროექტის 83 მხარდამჭერიდან ზუგდიდელი, ხობელი და ფოთელი დეპუტატებიც არიან.

კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლების მიუხედავად, 30 აპრილს პლენარულ სხდომაზე დაიწყო პროექტის მეორე მოსმენით განხილვა, რასაც მორიგი საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა. მანიფესტანტები, რომელთა ძირითადი ნაწილი ახალგაზრდობაა, „აგენტების“ კანონს თბილისის სხვადასხვა წერტილში აპროტესტებდნენ. 

წუხანდელი აქციის დასაშლელად, ხელისუფლებამ სპეცდანიშნულების რაზმები ისევ გამოიყვანა, მრავალგზის გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, ფიზიკურად უსწორდებოდა და აკავებდა აქციის მონაწილეებს.

შსს - ს ინფორმაციით, თბილისში, აქციაზე, 63 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ზუგდიდელი აქტივისტი როსტომ ზარანდია.

თბილისში მიმდინარე მოვლენები, მოქალაქეებმა ზუგდიდშიც გააპროტესტეს, რა დროსაც პოლიციელებმა ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ფრაქცია “ახალის” თავმჯდომარე მაია კალანდია და “დროას” აქტივისტი მარიამ სიჭინავა დააკავეს.

“ადვოკატის კესო ჩახაიას ინფორმაციით, ორივე მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რომელიც პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ამ წუთებში „უცხოეთის აგენტების“ კანონს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კვლავ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავენ. სხდომა ოპოზიციის დეპუტატების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
21 / მაისი 2024
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა სენაკში, გორის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულ 21 წლის მამაკაცს.
21 / მაისი 2024
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში 1 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
21 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გასამართი ღონისძიებების განრიგი გამოაქვეყნა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.