მულტიმედია
ზუგდიდის ბაზარი სააღდგომოდ - რას ამბობენ მყიდველები და მოვაჭრეები (ფოტო/ვიდეო)
ზუგდიდის ბაზარში სააღდგომო სუფრისთვის ვაჭრობა მიმდინარეობს, თუმცა მოვაჭრეების ნაწილი მყიდველების სიმცირეს უჩივის.
ზოგი ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით, მაგალითად, ყველი გაიაფდა, თუმცა დღის განმავლობაში მხოლოდ თითო-ოროლა მომხმარებელი სტუმრობს. ნაწილი კლიენტების სიმცირეს გარევაჭრობას უკავშირებს.

არიან გამყიდველები, რომლებიც განმარტავენ, რომ პროდუქტის ფასი არ შეცვლილა და მყიდველებიც, მით უფრო, სააღდგომოდ, მეტ-ნაკლებად, ჰყავთ.

ბაზრის მომხმარებლებიც ყვებიან, რომ სადღესასწაულო დღეებში, ფასების მიუხედავად, ყველა ცდილობს, რომ ოჯახში შესაბამისი სუფრა ჰქონდეს.

რადიო „ათინათმა“ დღეს ზუგდიდის ბაზარში სხვადასხვა პროდუქტის ფასები იკითხა.
სოფლის კვერცხი საშუალოდ 60 თეთრი ღირს, ენდრო - 2 ლარი, პასქის ფასები კი ბაზარში 2 ლარიდან იწყება და 15 ლარამდე ადის, 2 ლარიდან შეუძლიათ მყიდველებს ჯეჯილის შეძენაც.

სულუგუნის ფასი 16 ლარიდან იწყება, შებოლილი ყველის - 20 ლარიდან, ჭყინტის კი 12-დან.

საშუალო ზომის სოფლის ქათმის ფასი 16 ლარიდანაა, ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის კი 23 ლარიდან.

ღომის ფქვილი და ღერღილი 4-4 ლარი ღირს, ერთი კილოგრამი პურის ფქვილი - 2 ლარი.

კიტრი საშუალოდ 3, 50 ღირს, იგივე ფასი აქვს პომიდორს, 1, 50 ღირს ძველი კარტოფილი, ახალი კი - 6 ლარი.

სხვადასხვა ხილის შეძენას კი ზუგდიდის ბაზარში, საშუალოდ, ხუთი ლარიდან შეძლებთ. ვაშლის ფასი 5 ლარიდან იწყება, ისევე, როგორც ბანანის. ატამი და ჭერამი 8 ლარი ღირს, იგივე ფასი აქვს მარწყვსაც. ერთი კილოგრამი მსხალი კი საშუალოდ 7 ლარი ღირს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
16 / მაისი 2024
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
16 / მაისი 2024
ზუგდიდში "აგენტების" კანონის გასაპროტესტებლად დღეს, კვლავ, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან შეიკრიბნენ.
16 / მაისი 2024
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს თბილისსა და ზუგდიდში „აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე გალელი სტუდენტების ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.