ახალი ამბები
ზუგდიდში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქცია ზვიად გამსახურდიას ძეგლთან დასრულდა (ფოტო)
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
ახალგაზრდებმა ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან თავი მას შემდეგ მოიყარეს, რაც ქალაქის ცენტრალური ნაწილი და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მსვლელობითა და საპროტესტო შეძახილებით მოიარეს.

ახალგაზრდების თქმით აუცილებელია, რომ მუხტი იყოს არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებში.

აქციის გამო გარკვეული პერიოდი საავტომობილო მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა მალევე აღდგა. დემონსტრანტებს მოქალაქეები ავტომობილებიდან სიგნალებით უერთდებოდნენ და ამხნევებდნენ.

ამ დღეების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა, როცა მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ბულვარს გაცდა.

შეგახსენებთ, 3 აპრილს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მმართველი პარტია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს მეორედ დააინიცირებდა. საქართველოს პარლამენტის ბიურომ კანონპროექტი 8 აპრილს დაარეგისტრირა.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით 17 აპრილს, ხოლო მეორე მოსმენით, 1 მაისს მიიღო. კანონპროექტის განხილვა მრავალათასიანი აქციების ფონზე მიმდინარეობს, პროტესტები უკვე მესამე კვირაა უწყვეტად მიმდინარეობს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში.

ამავე თემაზე:

,,არა რუსულ კანონს" - დემონსტრანტების მორიგი აქცია ზუგდიდში (ფოტო)

"არა რუსულ კანონს" - დღეს ზუგდიდის მერიის წინ მორიგი აქცია გაიმართება

რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
17 / მაისი 2024
სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. მისი გახსნის ცერემონიას, თავად ასლან ბჟანია და მისი ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აბესალომ კვარჩია ესწრებოდნენ.
17 / მაისი 2024
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2024 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, ქალზე ძალადობის 7 შემთხვევა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.