სტატია
ყინულის სახლის ტერიტორიის გაყიდვა - ზუგდიდის განვითარების შესაძლებლობა თუ საზოგადოების აზრის უგულებელყოფა (ვიდეო)

ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობამ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც სკეიტ პარკში, ტერიტორიის გარკვეული ნაწილი, სადაც ახლა ყინულის სასახლე დგას, საპრივატიზაციო ნუსხაში

შევიდა. შესაბამის ნებართვას საკრებულოს მერია თხოვდა. გადაწყვეტილების მიღებამდე სხდომაზე დამსწრე ზუგდიდელების ნაწილმა ფაქტი გააპროტესტა. მათ ამისთვის სხვადასხვა არგუმენტი ჰქონდათ. 

ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობის წევრმა როსტომ ზარანდიამ ჯერ სხდომაზე და მისი პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, რომ დარწმუნებული იყო საკრებულოს საკითხის მერიისთვის დადებითად გადაწყვეტაში. ის თანამოაზრეებთან ერთად ტერიტორიის გასხვისებამდე საჯარო განხილვის გამართვას ითხოვდა. 

„გვინდოდა, რომ საჯარო ყოფილიყო განხილვები და არა მხოლოდ საჯარო მოხელეების მონაწილეობით, მერე მივხვდით, რომ აზრი არ აქვს, რადგან „გეჭოფ წიე ხეს“ პრინციპით მისცემენ ხმას, დაარტყამენ ჩაქუჩს და მორჩა. კოლექტიურ „მურმან ნაჭყებიას“ ტაში დააკვრევინეს და მორჩა. ყინულის სახლს დავიცავ ფიზიკურად, როგორც ვაკის პარკი დაიცვეს თბილისელებმა სასტუმრო „ბუდაპეშტის“ აშენებისგან“, - თქვა ზარანდიამ. 

იმაში, რომ მათ არ მოუსმენდნენ, დარწმუნებული იყო ზუგდიდელი მარიკა თოდუაც. მისი შეფასებით, დღეს სხდომაზე უცხო არაფერი მომხდარა. რაც შეეხება სასტუმროს მშენებლობისთვის აღნიშნული ტერიტორიის გაყიდვას, თოდუას საკუთარი არგუმენტები აქვს. 


„დღეს არაფერი უცხო არ მომხდარა. მიჩვეულები ვართ, რომ არ გვისმენენ, არგუმენტებად არ მიიღებდნენ ჩვენს ნათქვამს. ჩემთვის ინვესტიციის შემოსვლა საინტერესოა, მაგრამ საკრებულოს ამდაგვარი დამოკიდებულება, რომ ინვესტორს ბევრი რამ დაევალებოდა, ყველაფერი განულებულია, მხოლოდ ტერიტორიის გაყიდვაზეა საუბარი. გარდა ამისა, როგორ შეიძლება გაასხვისო ეს ტერიტორია, როცა არ არსებობს დასკვნა ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის უსაფრთხოების დაცულობის შესახებ და არ ვიცით, რა ზიანი მიადგება მშენებლობით მას“, - აღნიშნა თოდუამ. 

მიწის გასხვისებაში კორუფციის ნიშნებს ხედავს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდის ახალმა მერმა საკუთარი ამომრჩეველი ამ გადაწყვეტილებით მოატყუა. მან სხდომა კენჭისყრამდე დატოვა.

„კიდევ ერთხელ მოატყუა ზუგდიდელები შენგელიამ, როცა პირდებოდა, რომ მათ დაუკითხავად არ მიიღებდა გადაწყვეტილებას. არანაირი აზრი ამ სხდომას არ ჰქონდა. მონური ერთსულოვნება ჩანს და გამოვხატეთ პოზიცია მოქალაქეებთან ერთად, სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ შენგელიამ მოატყუა ზუგდიდელები, როცა ამბობდა, არ გაიყიდებოდა მათი თანხმობის გარეშე. ეს შესაძლოა იყოს სავარაუდო კორუფციული გარიგება, რადგან კომპანია, რომელსაც აქ ტერიტორიის შეძენა სურს, „ქართული ოცნების“ შემომწირველია“, - დასძინა წითლიძემ. 

ბრალდებებს საკრებულოს თავმჯდომარემ და უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს. სხდომას დაესწრო მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ყინულის სახლის ტერიტორიაზე ბრენდული სასტუმროს მშენებლობა ზუგდიდის ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია. 

ამავე აზრზეა მამუკა წოწერიაც. მისი განცხადებით, მათ საზოგადოების უმრავლესობის აზრი იციან, რაც ამ პროექტის მხარდაჭერას გულისხმობს. რაც შეეხება საჯარო განხილვებს, საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ არაერთი საჯარო განხილვა მოეწყო, მათ შორის, მედიის საშუალებითაც. 

„ჩვენ დავუშვით პირველი პრეცენდენტი საჯარო განხილვისა მუნიციპალური ქონების გაყიდვასთან დაკავშირებით. არაერთი საჯარო განხილვა მოეწყო, აქედან გამომდინარე, გვქონდა საფუძველი, შეხვედრებიდან გამომდინარე, უმეტესობის მხარდაჭერით ასეთი გადაწყვეტილება მიგვეღო. ჩვენი შინაგანი რწმენით ვთვლით, რომ ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, დადიანების კომპლექსთან და განახლებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. ამით ჩვენ შესაბამისობაში ვართ მოსახლეობის განწყობილებასთან. რაც შეება პირობებს, კომპანია m2-თან შეხვედრების შედეგად იყო განწყობა, რომ თუ გადაეცემოდა სიმბოლურ ფასად მათ ეს ტერიტორია იღებდნენ ვალდებულებებს ყინულის სახლისა და პროფესიული კოლეჯის აღდგენის შესახებ, თუმცა, ვფიქრობთ, რომ წავედით უკეთესი სცენარით, როგორც სასტუმროს განაშენიანების ადგილის თვალსაზრისით, ასევე, ტერიტორიის საბაზრო ფასების შეფასების კუთხითაც“, - თქვა წოწერიამ. 

ჯერჯერობით, უცნობია, როდის გაიტანს მერია აუქციონზე ტერიტორიას, რომლის საწყისი ფასი 7 მილიონ 233 ათას ლარზე მეტია. ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ამ დრომდე აღნიშნულ ადგილას სასტუმროს გაშენება კომპანია m2-ს სურდა, რომელიც პროექტის შედეგად 25 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას, ყინულის სახლის საკუთარი ხარჯებით გადატანასა და პროფესიული კოლეჯის აღდგენას გეგმავდა.  ახალი საინვესტიციო პირობებით კი ყინულის სახლს მერია საკუთარი ხარჯებით თავად გადაიიტანს ბენდელიანის ქუჩაზე, ყოფილი „კომკავშირის პარკის“ ტერიტორიაზე.



ფოტო: ვალერა ჟვანია

 

Print Email
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / ოქტომბერი 2019
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, კერძოდ კი სოხუმში, რუსეთიდან არალეგალურად შემოსული ჩრდილოკორეელი მუშები სამშენებლო და სარკინიგზო
15 / ოქტომბერი 2019
ზუგდიდის მერიის ააიპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორის უკვე ყოფილმა მოადგილემ ზაზა ფარცვანიამ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
15 / ოქტომბერი 2019
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ვადის ამოწურვის შემდეგ მთავრობას უფლება აქვს, ანაკლიის კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულება მოშალოს.
საზოგადოება
სამეგრელოში მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში უნალექო ამინდები შენარჩუნდება.
კლინიკა „მედი“-მ 20 წლის იუბილე აღნიშნა, რომელიც შეკვეთილში, ახლად გახსნილ კურორტ „მაგნიკა“-ში გაიმართა.
ზუგდიდში, ჭითაწყარში არსებული ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში მოქალაქეებს ტექდათვალიერების დროულად გავლისკენ მოუწოდებენ.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 14 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.