ბოიკოტი, დავა სასამართლოში, შუალედური არჩევნები - ეს გზა გაიარა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ“ მანამ, სანამ უმცირესობიდან უმრავლესობაში გადავიდოდა.
"სამართლიანი არჩევნები" ხელისუფლებას სენაკის მუნიციპალიტეტის მეოთხე საარჩევო ოლქში დაგეგმილი შუალედური არჩევნების გაუქმებასა და საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის რეკომენდაციით მიმართავს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე აღარ ჰყავს, გაასაჩივრებს.
საიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკის მუნიციპალიტეტის 64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა.
სენაკის საკრებულო 17 ივნისის მოლოდინშია. სწორედ ეს არის ბოლო თარიღი, რა დრომდეც დეპუტატებმა სხდომაზე კვორუმი უნდა შეკრიბონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მომავალი წლის გაზაფხულზე სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება.
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონის საკანონმდებლო ორგანოში მესამე მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. კანონის ხელახალი ინიციირების დღიდან ზუგდიდში, ქალაქის ცენტრში და მის მიმდებარედ, პერმანენტულად აქციები ტარდება, მათ შორის მსვლელობებიც ცენტრალური ბულვარის მიმდებარედ.
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის მთელი საქართველო თბილისში უნდა იყოს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბოროტების მანქანის ერთსულოვნებით დაძლევისთვის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.