საზოგადოება
ამერიკის ელჩი და USAID-ის მისიის დირექტორი სტუმრად რადიო „ათინათში“
ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იან კელი და USAID-ის დირექტორი დუგლას ბოლი ზუგდიდში ვიზიტის ფარგლებში რადიო „ათინათს“ სტუმრობდნენ. სტუმრები რადიოს მოღვაწეობას და სხვადასხვა პროექტებს გაეცნენ.

ამერიკის ელჩმა „ათინათს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველოს ევროინტეგრაციაზე, მედიის როლზე კონფლიქტის ტრანსფორმაციაში, სამოქალაქი საზოგადოების ჩართულობაზე დემოკრატიული განვითარების პროცესში და საქართველოს ეკონომიკურ გაერთიანებაში ამერიკის წვლილზე ისაუბრა.
უცხოელი სტუმრები „ათინათის“ ახალგაზრდული კლუბის "ორტუსის" წევრებსაც შეხვდნენ.

ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის გია ხასიას განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი იყო „ათინათის“ პროექტზე სახელწოდებით „შეხების წერტილები“, რომელსაც რადიო აფხაზ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

რაც შეეხება ელჩის ინტერვიუს, მასალა მზადების პროცესშია და www.radioatinati.ge მას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.


მსგავსი თემა: ამერიკის ელჩი დღეს „ათინათს“ ეწვევა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
15 / მაისი 2024
30 აპრილის ღამეს, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დაკავებული ფრაქცია "ახალის" თავმჯდომარე მაია კალანდია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო
15 / მაისი 2024
საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის თვითმმართველობა გამოეხმაურა. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ისინი წერენ, რომ, როგორც ყველა პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდისთვის,
15 / მაისი 2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში, იანვრიდან მარტის ჩათვლით, ოჯახში ძალადობის 130 ფაქტი აღირიცხა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.