საზოგადოება
პროგრამაში "აწარმოე საქართველოში" შესწორებები შევა
სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საწარმოების შესაქმნელად, კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა 150 000 ლარით (ნაცვლად 250 000 ლარისა) და 75 000 დოლარით (ნაცვლად 150 000 დოლარისა) იქნება განსაზღვრული. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი განმარტებით, „აწარმოე საქართველოში“ მიმდინარეობისას პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებებითა და მეწარმეების კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის მიზნით, იცვლება და უმჯობესდება პროგრამის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება.

„სახელმწიფო პროგრამაში შესწორებები შედის. ჩვენ გავითვალისწინეთ უფრო მცირე საწარმოების ინტერესები და დაბლა ვწევთ ზღვარს დასაფინანსებელი საწარმოების. სესხის მინიმალური მოცულობა იქნება 150 00 ლარის და 75 000 დოლარის ექვივალენტი,“ – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, სასტუმროების აშენება,გაფართოების პროგრამის ფარგლებში, ასევე შესაძლებელი გახდება სესხების გაცემა არა მარტო ლარში, არამედ უცხოურ ვალუტაში.

„სასტუმროების ნაწილში შემოგვაქვს უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც. საბანკო სექტორმა გამოთქვა მოსაზრებები, იმისათვის, რომ გავზარდოთ ამ პროგრამაში აქტივობა, საჭირო იქნება უცხოურ ვალუტაში დაფინანსებაც, რაც უცხოურ პარტნიორებთან თანამშრომლობისთვისაც იქნება უკეთესი,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.