საზოგადოება
მსჯავრდებულის გიზო ჭანიას ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან თავდაცვის ყოფილი თანამშრომლის და ამჟამად მსჯავრდებულის გიზო ჭანიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ოლქის პროკურორთან ილია ჯალაღანიასთან ითხოვდნენ შეხვედრას.

მსჯავრდებულის ოჯახის წევრების თქმით, გიზო ჭანია უდანაშაულოა და მას სამართალდამცავებმა ცეცხლასასროლი იარაღი "ჩაუდეს". მათივე განმარტებით, ჭანიას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

"მსჯავრდებული 15 დღეა შიმშილობს. არ ითხოვს გაშვებას, უნდა, რომ მისი საქმე ხელახლა და ობიექტურად გამოიძიონ. ის დაკავებამდე პოლიციაში რამდენჯერმე დაიბარეს. სამართალდამცავები მისგან თანამშრომლობას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკავებით ემუქრებოდნენ", - აცხადებენ გიზო ჭანიას ახლობლები.

მსჯავრდებულის ოჯახის წევრების თქმით, თავდაცვის ყოფილი თანამშრომელი სამსახურიდან 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაათავისუფლეს. ის ბოლოს "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" წევრი იყო, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს.

მოგვიანებით, გიზო ჭანიას მეუღლე ოლქის პროკურორის მოადგილემ მიიღო. ხათუნა ჭანიას თქმით, მას პირობა მისცეს, რომ 10 მარტს ოლქის მთავარ პროკურორს შეახვედრებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / მაისი 2024
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გორის გვირაბში 21, 23 და 24 მაისს ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
17 / მაისი 2024
სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. მისი გახსნის ცერემონიას, თავად ასლან ბჟანია და მისი ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აბესალომ კვარჩია ესწრებოდნენ.
17 / მაისი 2024
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2024 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, ქალზე ძალადობის 7 შემთხვევა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.