ასოციაცია "ათინათის" ორგანიზებით სამოქალაქო განათლების პროგრამის
"მომავლის თაობა"ფარგლებში
ბანაკი გაიხსნა, რომელშიც 17 სამოქალაქო კლუბის 32 წევრი იღებდა
მონაწილეობას. ბანაკის ორგანიზატორების განცხადებით, სამოქალაქო
განათლების ბანაკის მიზანი მოსწავლეებში ისეთი უნარ-ჩვევების
გამომუშავებაა, რომლებიც მათ ინიციატივების დაგეგმვასა და
განხორციელებაში დაეხმარებათ.
ბანაკის მიმდინარეობისას კლუბის წევრები ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს
თავმჯდომარეს, მერაბ ქვარაიას შეხვდნენ, რომელიც ახალგაზრდებს
ადგილობრივი საკრებულოს ზუგდიდის ახალგაზრდებთან ურთიერთობასა და მათ
შესაძლებლობებზე ესაუბრა.
პროგრამას "მომავლის თაობა" ამერიკული ორგანიზაცია PH
International
L საქართველოში, UშAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, ხოლო
სამეგრელოში მისი პარტნიორია ასოციაცია "ათინათი"
დღეს მოსკოვის წითელ მოედანზე ფაშიზმზე გამარჯვების 79 - ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს, რომელიც ვლადიმირ პუტინმა ჩაიბარა, არ ესწრებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია.
მუსიკით დასრულდა აქცია ზუგდიდის სკეიტ პარკში, სადაც შეკრებილებმა ე.წ აგენტების კანონი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. დღევანდელი აქცია ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები