საზოგადოება
ქართველმა სამხედროებმა ქაბულში შობა-ახალი წელი აღნიშნეს
ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინაში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა შობა-ახალი წელი აღნიშნეს. ღონისძიება პირველი ქვეითი ბრიგადის „ალფა” ასეულის ინიციატივით გაიმართა. ასეულის მეთაურმა, კაპიტანმა ცოტნე ჩაჩუამ ქართველ სამხედროებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საერთაშორისო მისიის წარმატებით დასრულება უსურვა.

მოწვეული სტუმრებისთვის საქართველოს ისტორიის, შეიარაღებულ ძალების, ტრადიციების და კულტურის შესახებ კინოჩვენება გაიმართა. მოგვიანებით, სტუმრებმა ქართული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეების მიერ მომზადებული კერძები მიირთვეს.

ქართველი სამხედროების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრნენ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის მეთაური, პოლკოვნიკი სეტ გლედსტოუნი, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მრჩეველთა ოფისის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი ვილიამ ბარლესონი, ავსტრალიელ მრჩეველთა ჯგუფის მეთაური, ბრიგადის გენერალი ჯეისონ ვოლკი, ავღანეთში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მეთაური, ბრიგადის გენერალი ედვარდ ბენტი, ასევე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდლობის წარმომადგენლები, აშშ-ის არმიის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ჩეხეთის, თურქეთის, ბულგარეთის, ავსტრალიის, იტალიის, ლიტვის, მაკედონიის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები.

საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის ასეული საერთაშორისო მისიაში ოქტომბრის თვიდან არის ჩართული. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის შტაბ-ბინის შიდა და გარე პერიმეტრის დაცვა, ბაზაზე მყოფი მაღალი რანგის პირების და პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილი მდინარეში გადავარდნილი სამი ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.