ახალი ამბები
მომავალი წლიდან მოსწავლეების ტრასპორტირებას თვითმმართველობები უზრუნველყოფენ
საქაერთველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მომავალი წლიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების საკითხს ადგილობრივი თვითმმართველობები, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი თავად უზრუნველყოფენ.

შეხვედრაზე, რომელზეც რეგიონული განვითარებისა და განათლების მინისტრების მოადგილეები დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტბის მერებს შეხვდნენ,  მთავარი განსახილველი თემა სამინისტროებს, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და მუნიციპალიტეტებს შორის თებერვალში გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების აღსრულება იყო.

„გაიმართა სამუშაო შეხვედრა და საშუალება მოგვეცა დაგვენახა რამდენად მზად არიან მუნიციპალიტეტები, რომ ერთი კონკრეტული ფუნქცია - სკოლების სატრანსპორტო მომსახურება თვითმმართველობებში გადავიდეს. გამოჩნდა სირთულეები, პრობლემები, რაც ახლავს ამ საკითხს და დავინახეთ, სადაა საჭირო ჩვენი დახმარება“, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დეცენტრალიზაცია ევროინტეგრაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია, რომელიც თვითმმართველობებისთვის მეტი შესაძლებლობებისა და ფინანსების გადაცემას ითვალისწინებს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
25 / აპრილი 2024
დიდმარხვის მეხუთე კვირადღე ანუ ბზობის წინა კვირა სამეგრელოში ცნობილია ,,აიობის“ სახელწოდებით.
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 30 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 25 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.