ზუგდიდის ქალთა კლუბი გიორგობას სამშობიაროს ესტუმრა (ფოტო, ვიდეო)
15:07 / 23.11.2018
ზუგდიდში ახლად დაფუძნებული ქალთა კლუბის წევრები დღეს კორპორაცია „ევექსის“ რეფერალური ჰოსპიტალის სამშობიარო განყოფილებას ესტუმრნენ. მათ ახალშობილებს და დედებს ყვავილები
და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
კლუბის მენეჯერის ლიკა როგავას თქმით, დღეს ისინი შეეცადნენ გაეხარებინათ ახალშობილთა დედები, რომელთაც შვილების დაბადება და გიორგობა მიულოცეს.
„ყველას გილოცავთ გიორგობას. დღეს ძალიან გაგვახარეს სტუმრობით და საჩუქრებით, რაც ჩვენთვის მართლა მნიშვნელოვანია, წარმატებებს ვუსურვებთ და მადლობა ზუგდიდის ქალთა კლუბს“, - თქვა ერთ - ერთი ახალშობილის დედამ ანა ღაჭავამ.
ზუგდიდის ქალთა კლუბი 2018 წლის სექტემბერში დაფუძნდა. მისი მიზანია სამოქალაქო აქტივიზმის გზით ქალაქის აქტიურ ცხოვრებაში წვლილის შეტანა.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები