პოლიტიკა
2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოცხადდა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2016 წელი ევროპული სახელმწიფოს წლად გამოაცხადა.

ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც გვარდიას იუბილე და ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მოიულოცა, რომელიც მომავალ წელს აღინიშნება.

"25 წლის წინ დაარსდა ქართული გვარდია, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა მაშინ, როდესაც საქართველო იქმნებოდა როგორც თანამედროვე, ახალი სახელმწიფო, როდესაც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის პროცესში ჩვენ უნდა ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი სახელმწიფოებრიობა. მაშინ თქვენ და თქვენი თანამებრძოლები იდექით სადარაჯოზე, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი საქართველო. მომავალ წელს ჩვენ ვიზეიმებთ ახალი საქართველოს სახელმწიფოებრიობას. იმ დამოუკიდებლობას ვიზეიმებთ, რომელიც ჩვენმა თაობამ ერთად მოვიპოვეთ. 2016 წელს ჩვენ დავინახავთ ახალი მიზნებს, რომლებიც საქართველოს ახალ მომენტებს და წინაპირობას უქმნის. ჩვენ დამოუკიდებლობიდან უნდა შევქმნათ თავისუფალი საქართველო. დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და განვამტკიცეთ, მაგრამ ახლა უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას. თავისუფალია ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზე არ დგას ოკუპანტის ჯარი; თავისუფალია ქვეყანა, რომელიც ქმნის თავის სახელმწიფოებრიობას ინდივიდის ირგვლივ; თავისუფალია ქვეყანა, რომელშიც კანონი არის უზენაესი ყველასთვის; თავისუფალია ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, თავისი ისტორიული არჩევანი განახორციელოს ცხოვრებაში. ამ თავისუფლებისთვის გადავდგამთ ჩვენ შემდეგ ნაბიჯებს _ დამოუკიდებლობიდან მივაღწევთ თავისუფლებას... ქვეყნის წინაშე მდგარი მიზნები იდენტურია საქართველოს ევროპული არჩევანისა, საზოგადოების ისე განვითარებისა, როგორც წინაპრებს ჰქონდათ დაგეგმილი და რისთვისაც ჯარისკაცებმა სიცოცხლე გასწირეს. აქედან გამომდინარე, 2016 წელს ევროპული სახელმწიფოს წლად ვაცხადებ, იმიტომ რომ ის მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც ჩვენ მისაღწევი გვაქვს ერთად, სწორედ ამ წელში განმტკიცდება და წინ გადაიდგმება ნაბიჯები. ჩვენ ამ ნაბიჯებს გადავდგამთ ერთად - მთელი საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი და რა თქმა უნდა, ქართული ჯარი. ამ მიზნებს გავახორციელებთ ერთად და მე იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო მტკიცედ გადადგამთ ნაბიჯებს მომავალ წელს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.