პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა
საქარველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება რამდენიმე წუთის წინ თავად პრემიერმა გააკეთა და მომავალ პრემიერს წარმატებები უსურვა, თუმცა მისი ვინაობა არ დაუსახელებია.

"გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემთვის არც ერთი თანამდებობა არასოდეს ყოფილა თვითმიზანი, ეს მხოლოდ საშუიალება იმისა, რომ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. დღეს მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. მადლოობას ვუხდი, ხალხს, ერთგულ თანამებრძოლებს თანადგომისთვის. განსაკუთრებულო მადლობას ვუხდი ჩემს მეუღლეს, ნუნუკას და შვილებს, მისი თანადგომის გარეშე ამ საქმის კეთებას ვერ შევძლებდი.მ ჩემი ოცნებაა, იყო და ყოველთვის იქნება ძლიერი და ერთიანი საქართველო. ვტოვებ თანამდებობას, მაგრამ ვრჩები ქვეყნის სამსახურში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება გადაწყვეტილების მიზეზებს, ამაზე პრემიერ-მინისტრს არ უსაუბრია.

ცნობისთვის: საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის წევრთა უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტას იწვევს. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პრეზიდენტი შვიდი დღის ვადაში საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან შეთავაზებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში მინისტრთა კანდიდატურებს შეარჩევს და ნდობის მისაღებად პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტსაც შვიდღიანი ვადა აქვს გადაწყვეტილების მისაღებად. მთავრობისათვის პარლამენტის ნდობის მისაღებად პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
16 / მაისი 2024
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
16 / მაისი 2024
ზუგდიდში "აგენტების" კანონის გასაპროტესტებლად დღეს, კვლავ, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან შეიკრიბნენ.
16 / მაისი 2024
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს თბილისსა და ზუგდიდში „აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე გალელი სტუდენტების ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 1 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.