პოლიტიკა
ადვოკატი- სააკაშვილზე ძებნა ინტერპოლის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ოთარ კახიძის ცნობით, არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ინტერპოლმა გააგზავნა შეტყობინება წევრი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებში, რომ მიხეილ სააკაშვილის ძებნა ეწინააღმდეგება ინტერპოლის კონსტიტუციასა და ნორმებს.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ინტერპოლის კონსტიტუციის მესამე მუხლის მიხედვით გასაჩივრდა, რომლითაც პოლიტიკური დევნა დაუშვებელია.

ასევე, ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ძებნილთა სიიდან ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ამოიღო. მისი ადვოკატის, შოთა მინდელის თქმით, ინტერპოლმა დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილი პოლიტიკური მოტივების გამო იძებნებოდა.  

"ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის ძებნაზე ოფიციალურად უარი განაცხადა! დადასტურებული ინფორმაციით, ინტერპოლმა გააგზავნა შეტყობინება წევრი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებში, რომ მიხეილ სააკაშვილის ძებნა ეწინააღმდეგება ინტერპოლის კონსტიტუციასა და ნორმებს. განადგურებას ექვემდებარება ყველა ფაილი, რომელიც ივანიშვილის პროკურატურამ გაუშვა ინტერპოლში. ყველას, ვისაც ეს ამბავი გაეხარდა, ვულოცავ ამ გამარჯვებას! მთავარი გამარჯვებები კი წინ არის," - წერს კახიძე.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
17 / მაისი 2024
ზუგდიდში ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად მსვლელობა მიმდინარეობს. მას მეუფე გერასიმესთან ერთად, ეპარქიის სასულიერო პირები უძღვებიან.
17 / მაისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 21 მაისამდე შედარებით გრილი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
17 / მაისი 2024
სოხუმში აცხადებენ, რომ საავიაციო პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, აეროპორტის „მენეჯმენტი“მოსახლეობას ხვდება და ღია ვაკანსიებზე აწვდის ინფორმაციას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.