რეგიონი
ზუგდიდში ცოლის დაჭრაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ცოლის დაჭრაში ბრალდებულ მურმან ყოლბაიას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა სასამართლოსგან ბრალდებულისთვის სასჯელის მკაცრ ზომას, ხოლო დაცვის მხარე მსუბუქ სასჯელს ითხოვდა. ადვოკატმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებდა და ინანიებდა, თუმცა ეს გარემოება სასამართლომ არ გაითვალისწინა.

„ის უკვე შეურიგდა მეუღლეს, რომელიც, ასევე, მსუბუქ სასჯელს ითხოვს. მათ ოთხი საერთო შვილი ჰყავთ. იყავით დარწმუნებული, რომ ის დანაშაულს აღარ ჩაიდენს“, - აღნიშნა პროცესზე ადვოკატმა გვანცა შელიამ.

ბრალდებულმა მურმან ყოლბაიამ საკუთარი ცოლი ბასრი იარაღით რამდენიმე თვის წინ დაჭრა. დაზარალებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტლაში გულ-მკერდის არეში შემღწევი ჭრილობებით იყო მოთავსებული. მომხდარზე გამოძიება შს სამინისტრომ სს კოდექსის მე-11 პრიმა, 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


ამავე თემაზე:

ცოლის დაჭრაში ბრალდებულს ზუგდიდის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მებონია სოციალურ ქსელში პოსტ აქვეყნებს, რომელშიც ის იხსენებს, თუ როგორ გაემგზავრა კახათის სკოლის 20 - მდე მსაწავლებელი ტრაგიკულად დაღუპული ეროვნული მოძრაობის "დუღაბის", მერაბ კოსტავას ხსოვნისთვის პატივის მისაგებად თბილისში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.