კორონავირუსი
დასახელდა ობიექტები, სადაც 10 პირზე მეტის ყოფნა დასაშვებია
10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრის თაობაზე შეზღუდვა არ ვრცელდება ტრანსპორტზე, სამედიცინო და საჯარო დაწესებულებებზე, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, გარდა ამისა, საქმიანობის შეჩერება არ ეხება გარკვეულ ობიექტებს, მათ შორის, სურსათის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, აგრო-ქიმიკატების სათესლე-სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას.

„10 - ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო. ასევე, 10 - ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში. თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას. გარდა ამისა, საქმიანობის შეჩერება არ ეხება: სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდების და აგრო-ქიმიკატების სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას; ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას; სამედიცინო დანიშნულების საქონლის და ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციას; საქონლისა და პროდუქტის საცალო და საბითუმო მიწოდება-რეალიზაცია დასაშვებია, თუ საცალო მიწოდება და რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების ან წვდომის გარეშე. ეს შეზღდვები ასევე არ ეხება პრესის ჯიხურებს. ასევე გარკვეული დაშვებებია გაკეთებული რესტორნებისა და კვების ობიექტების საქმიანობასთან მიმართებაში და დაშვებულია მხოლოდ და მხოლოდ პროდუქტის მიტანით ან სატრანსპორტო საშუალებით შეძენის შემთხვევაში,“ - აღნიშნა ჩიქოვანმა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე შენარჩუნდება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
06 / მაისი 2024
ზუგდიდში ევროპის დღეების აღსანიშნავად და ე.წ აგენტების კანონის გასაპროტესტებლად მორიგი აქცია 8 მაისს, 18:00 საათზე სკეიტ პარკის
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.