ახალი ამბები
ასლან ბჟანია კორონავირუსზე: სიტუაციას ვაკონტროლებთ, მიღებულია ქმედითი ზომები
ოკუპირებული აფხაზეთის ახლად არჩეულმა "პრეზიდენტმა" სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მათ შორის, ყურადღება გაამახვილა კორონავირუსის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების გამკაცრების აუცილებლობაზე.

"ამ ეტაპზე ბევრი გაკეთდა. არა მგონია, რომ სიტუაცია კონტროლს არ დაექვემდებაროს. სიტუაციას არსებული საშუალებებით ვაკონტროლებთ.  ქმედითი ზომები უკვე მიღებულია. ვნახოთ, ეს რას მოგვცემს", - თქვა ასლან ბჟანიამ.

პრიორიტეტულ მიმერთულებებს შორის, მან რუსეთთან თანამშრომლობა დაასახელა. ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ "ახალი მთავრობის" ფორმირებას 3 თვე არ დასჭირდება, შესაბამისად, ყველა ძირითადი საკითხი, რაც "აფხაზეთის მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამასთან" არის დაკავშირებული, სწრაფად გადაიჭრება.

შეხვედრაზე მან ოფიციალურად დაადასტურა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრის თანამდებობას "ექს - პრეზიდენტი" ალექსანდრე ანქვაბი დაიკავებს.

განმეორებითი არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 22 მარტს ჩატარდა. "საარჩევნო კომისიის" ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერმა და "პარლამენტის" დეპუტატმა ასლან ბჟანიამ ხმების 56.5 პროცენტი მიიღო.

შეგახსენებთ, სოხუმმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 25 მარტიდან ორკვირიანი დამატებითი შეზღუდვები დააწესა.

ამავე თემაზე:

სოხუმი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ორკვირიან კარანტინს აწესებს



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდიდან რამდენიმე ათეული სამარშუტო ტაქსი დაიძრა თბილისისკენ “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.