ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ზუგდიდის ინფექციურში ერთი პირი გადაიყვანეს
00:32 / 26.03.2020
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ერთი პაციენტი გადაიყვანეს. მას შესაბამისი კვლევები უტარდება.
"შემოიყვანეს მაღალი ტემპერატურით და ხველების ჩივილით და ამ წუთებში უტარდება კვლევები. ხვალ დილით გახდება ცნობილი პაციენტის საერთო მდგომარეობის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ანალიზები გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შეგვიძლია გითხრათ", - ამბობენ საავადმყოფოში.
დღეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები