ახალი ამბები
ზუგდიდის ინფექციურში ახალგაზრდა მამაკაცი საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს
წუხელ გვიან ღამით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ხობის მკვიდრი, ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს. მას ცხელება აღენიშნებოდა. საავადმყოფოს ინფორმაციით, პაციენტს აფხაზეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის რამდენიმე კვირის წინ ჯერ გალის რაიონში იმყოფებოდა, ხოლო მანამდე ოკუპირებული რეგიონის სოფელ დრანდაში.

"იგი 29 მარტიდან საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. გადმოყვანისას აღენიშნებოდა ცხელება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩაუტარდა შიდა კვლევები, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, გაიგზავნება თუ არა მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში",- აცხადებენ ინფექციურში.

ამჟამად ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირი რჩება. მათ შორის 67 წლის მამაკაცს თურქეთში, ხოლო 50 წლის ქალს რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობის ისტორია აქვს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მაისი 2024
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე ამბობს, რომ მკვლელის დასჯის მოლოდინი არ აქვს.
19 / მაისი 2024
სენაკში, ქალაქის ერთ - ერთ ქუჩაზე, გუშინ ღამით მკვლელობა მოხდა.
19 / მაისი 2024
ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.