ახალი ამბები
ზუგდიდის საავადმყოფოში სატვირთო მანქანის მძღოლი კორონავირუსის ნიშნებით მოათავსეს
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შუახნის მამაკაცი დღეს დილით სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ გადაიყვანა. საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, მისი ბიოლოგიური მასალა კი შესაბამისი კვლევისთვის ლაბორატორიაში გაიგზავნება. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია

"დილის საათებში შემოყვანილ იქნა 112-ის სამსახურის მიერ შუახნის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნება ხველების რამდენიმე დღიანი ეპიზოდი. რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ ანამნეზს, ის მთავრობის დადგენილებაში მითითებული განსაზღვრებით შეესაბამება შესაძლო შემთხვევას, ამიტომ მოთავსდა ბოქსირებულ განყოფილებაში და ყველაფრის გათვალისწინებით, აღებულია მასალა ვირუსის იდენტიფიკაციის მიზნით", - თქვა ორჟონიამ.

რადიო "ათინათის" ინფორმაციით, მამაკაცი სატვირთო მანქანის მძღოლია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.