ახალი ამბები
საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში შესყიდული ვარდები ზუგდიდის მიტროპოლიტს აჩუქეს
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტს მოქალაქეებმა საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შესყიდული ყვავილები აჩუქეს. როგორც რადიო "ათინათს" კამპანიის ორგანიზატორმა ნანა ბეღელაძემ უთხრა, ამ სახით მათ მეუფე გერასიმეს მიმართ მადლიერების გამოხატვა უნდოდათ.  

"იდეა გაჩნდა მაშინ, როცა გავრცელდა ვიდეო, სადაც მეუფე ქადაგებისას ცრემლებს ვერ იკავებს. გვინდოდა მადლიერება გამოგვეხატა იმ სიყვარულისთვის, რომელიც მან ქართველი ხალხის მიმართ გამოიჩინა. რაც შეეხება უშუალოდ აქციას, მოგეხსენებათ რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო წელს პოპულარული გახდა ფერმერებისა და მცირე მეწარმეების დახმარება. წყალტუბოში მდებარე ერთ-ერთი სათბურის მეპატრონეს, ლევან ლექვაძეს ფაქტიურად ჩაუვარდა ბიზნესი, არ ეყიდებოდა ყვავილები, ამიტომ სოციალურ ქსელში განვათავსე ამის შესახებ ინფორმაცია და ანგარიშის ნომერი. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში უბრალო მოქალაქეებმა ჩარიცხეს ხან 1, ხან 2 ლარი და შეგროვდა 1000 ლარზე მეტი. ამ თანხით შევიძინეთ ვარდები, რომელიც მეუფეს მისი გულიანი და სიყვარულით სავსე მიმართვისთვის გადავეცით. სანერგეს მეპატრონის დახმარების სურვილს ასე დაემთხვა ეს ამბავიც. ძალიან დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც დაგვეხმარა და ჩაერთო", - გვითხრა ნანა ბეღელაძემ.

მისივე ინფორმაციით, შესყიდულ ყვავილებს 200 ცალი ლევან ლექვაძემ საკუთარი სურვილით დაამატა და ჯამში 1300-მდე ვარდი ზუგდიდიში ჩაიტანა. 

შემოწირული ვარდებით კვირაცხოვლობის დღესასწაულისთვის სამღვდელოებამ და მრევლმა საკათედრო ტაძარი მორთო. 


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.