ახალი ამბები
რუხის საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსზე 7 პირი მკურნალობს
რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში ამ დროისთვის სულ 17 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან 7 კოვიდ დადასტურებული შემთხვევაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს კლინიკური მიმართულების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ქარცივაძემ უთხრა. მისივე ინფორმაციით, შვიდიდან სამი პაციენტი ზუგდიდელი ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრია.

„სამი პაციენტი შემოვიდა ჩვენთან გუშინ გვიან საღამოს. ორი არის მოზარდი და ერთი არის ხანდაზმული ქალბატონი. სტაბილურია მათი მდგომარეობა, არის გარკვეული ცვლილებები ქალბატონთან, ეს შეეხება კომპიუტერულ ტომოგრაფიას, გარკვეულ ლაბორატორიულ მონაცემებს. ოღონდ კლინიკურად ჯერჯერობით კომპენსირებულია მისი მდგომარეობა, გრძელდება მკურნალობა და კვლევები“, – თქვა ნიკოლოზ ქარცივაძემ.

მისივე განმარტებით, 42 წლის მამაკაცი, რომელიც რუხის კლინიკაში 14 მაისს მოათავსეს, თბილისშია გადაყვანილი.

"გარკვეულად პრობლემური სიტუაცია იყო, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ეს პაციენტი გადაგვეყვანა შესაბამის კლინიკაში", - აღნიშნა ქარცივაძემ.

რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, სამი პირი თეთრიწყაროს კლასტერს განეკუთვნება, კიდევ ერთი ინფიცირებული კი ქალია, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ყველა მათგანი რუხის საავადმყოფოში ანაკლია-განმუხურის საკარანტინო ზონიდან გასულ კვირას გადაიყვანეს. მედიკოსების შეფასებით პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / მაისი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 18 მაისამდე გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
14 / მაისი 2024
ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს განცხადებით, 17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის მთელი საქართველო თბილისში უნდა იყოს, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბოროტების მანქანის ერთსულოვნებით დაძლევისთვის.
14 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტი ხელს აწერს უნივერსიტეტების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც წერია, რომ პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 8 °C
img
ფოთი 9 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.